ბიტკოინით, ეთერიუმით და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა 2020 წლის დასაწყისში მკვეთრად გაიზარდა.
Cornestrone Advisors-ის ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელი ზრდასრულების 15% ფლობს კრიპტოვალუტას, მათგან ნახევარზე მეტი კი ის ადამიანები არიან, ვინც კრიპტოვალუტებში ინვესტირება 2020 წლის დასაწყისში გააკეთა.
ახალმა ინვესტორებმა კრიპტოვალუტაში დაახლოებით $67.5 მილიარდი დახარჯეს, რაც ერთ ადამიანზე საშუალოდ $4,000-ია.
ტოპ 10 ქვეყნის რეიტინგი კი მოსახლეობის მიერ კრიპტოვალუტების ფლობით ასე გამოიყურება:
ჯამში, მილენიალების 27% და თაობა X-ის 21% ფლობენ კრიპტოვალუტებს. რაც შეეხება თაობა Z-ს და ბეიბი ბუმერებს, პროცენტული გადანაწილება 7% და 3%-ია.
რთულია ამტკიცო, რომ ეს კრიპტოვალუტების ფლობამ გამოიწვია, მაგრამ ამერიკელების 44%, ვინც უკვე გააკეთა ინვესტირება ბიტკოინში და სხვა კრიპტოვალუტებში ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა უკეთესია Covid 19-ის კრიზისული პერიოდის დასაწყისის შემდეგ. საპირისპიროს მხოლოდ 4% აღნიშნავს.
ამჯერად ქალბატონები კრიპტო ინვესტორების 22%-ს შეადგენენ. ხოლო როგორც კვლევაშია ნათქვამი, ინვესტიციების ახალი ტალღის შემდეგ მათი წილი 35%-ს მიაღწევს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკის ბანკები ნელ-ნელა ცვლიან დამოკიდებულებას კრიპტოვალუტების მიმართ და მალე კრიპტომოყვარულებს თავიანთი კრიპტოს შენახვის სერვისებს შესთავაზებენ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ნდობას ამ ინდუსტრიისადმი და, შეიძლება, მალე კრიპტო ინვესტორების ბევრად განსხვავებული სურათი მივიღოთ.
სტატია მომზადებულია Forbes-ის მიხედვით