იაპონური ბანკი „მიცუბიში UFJ ტრასტი“ საკუთარ სტეიბლკოინს გამოუშვებს

Home » ბიტკოინი » იაპონური ბანკი „მიცუბიში UFJ ტრასტი“ საკუთარ სტეიბლკოინს გამოუშვებს
11/03/2022
იაპონური ბანკი „მიცუბიში UFJ ტრასტი“ საკუთარ სტეიბლკოინს გამოუშვებს

11 მარტი,

იაპონიის უდიდესი საბანკო კორპორაცია „მიცუბიში UFJ ტრასტი“ საკუთარი სტეიბლკოინის გამოშვებას აპირებს, რომელსაც საკუთარი საფინანსო ოპერაციების ოპტიმიზაციისთვის გამოიყენებს. ბანკმა უკვე დაასრულა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საკუთარ სისტემაში დანერგვა და მზადაა, ის საკუთარი ბიზნესისთვის გამოიყენოს.

ახალი სტეიბლკოინი მიბმული იქნება იაპონურ იენთან და ის ბანკის საგადამხდელო სისტემაში ჩაირთვება. ეს „მიცუბიში UFJ ტრასტს“, რომელიც 1.5 მილიარდი დოლარის აქტივებს განაგებს, კრიპტო ვალუტებით ოპერირების საშუალებასაც მისცემს.

რაც მთავარია, „მიცუბიშის“ მონეტა, ბანკის გადახდების პროცესს გააძლიერებს. მისი მეშვეობით, შესაძლებელი გახდება ტრანზაქციების დაუყოვნებლივ და იაფად შესრულება. ცნობისათვის, იაპონიაში მსხვილი ოპერაციების შესასრულებლად, ხშირად 48 საათია საჭირო.

„მიცუბიში UFJ ტრასტის“ გარდა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვას, სულ უფრო მეტი იაპონური ბანკი ახორციელებს. მათ შორის არის „ჯაპანეს ტრასტ ბენკი“, „დაივა სეკურიტიზი“ და SBI. ისინი ბლოკჩეინს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას უკვე იყენებენ.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, რომ „მიცუის“ ჯგუფი აპირებს ისეთი სტეიბლკოინის გამოშვებას, რომელიც მიბმული იქნება ოქროსთან და იენით შეფასდება. ციფრული ვალუტის სახელი იქნება „ციპანგკოინი“ (ZPG – ZipangCoin). მისი გამოშვების შესახებ ჯგუფმა თებერვალში გამოაცხადა. ახალი ვალუტა ციფრული ვალუტებით მოვაჭრე ძირითად პლატფორემებზე გაიყიდება.

„მიცუის“ სტეიბლკოინი მიბმული იქნება ოქროს იმ ფასთან, რომელიც ლონდონის მეტალის სავაჭრო ბაზარზე ფიქსირდება. ZPG-ის მონეტის ღირებულება, ერთი გრამი ოქროს ფასის ექვივალენტურია. მისით გადახდების გარანტიებს კი ფინანსური გიგანტი „სუმიტომო მიცუი“ უზრუნველყოფს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved