ილონ მასკი დოჯქოინის (Doge) მხარდამჭერად რჩება

Home » ბიტკოინი » ილონ მასკი დოჯქოინის (Doge) მხარდამჭერად რჩება
20/06/2022
ილონ მასკი დოჯქოინის (Doge) მხარდამჭერად რჩება

მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს ილონ მასკის წინააღმდეგ, მანჰეტენის სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლითაც მისგან ზარალის დასაფარად, უზარმაზარი ითანხის გადახდას მოითხოვენ, მილიარდერმა განაცხადა, რომ დოჯქოინის (Doge) მხარდამჭერად რჩება და ყველაფერს იღონებს ამ პოპულარული მემე-კოინის დამკვიდრებისთვის.

მან ტვიტერზე მოკლე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია: „მე დოჯქოინის (Doge) მხარდაჭერას გავაგრძელებ“. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დოგკოინის ფასი 28 პროცენტით გაზრდილიყო.

მასკის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ლაპარაკია იმაზე, რომ მილიარდერი 3 წლის განმავლობაში მონაწილეობდა დოჯქოინის (Doge) და ბიტკოინის (BTC) ფასებით მანიპულაციებში, რისი წყალობითაც, უზარმაზარი მოგება მიიღო. მისგან და მისი კომპანიების – „ტესლას“ და „სპეის იქსისგან“, ჯამში 258 მილიარდი დოლარის ანაზღაურებას მოითხოვენ. მისი კომპანიებისგან იმიტომ, რომ სარჩელის შესაბამისად, მანიპულაციებში სწორედ ეს ორი კომპანიაა გამოყენებული.

სარჩელში სწორედ იმაზეა ლაპარაკი, რომ მასკი მანიპულაციებისთვის, ტვიტერსა და სხვა სოციალურ ქსელებში, პოსტებს ავრცელებს, რომლებითაც ფასების ზრდას იწვევს. ეს მას მოგებას აძლევს, მომხმარებლებს კი – აზარალებს.

ცნობილია, რომ მასკის ორივე კომპანია, საკუთარი პროდუქციის გაყიდვისას, გადახდის საშუალებად, დოჯქოინის (Doge) ღებულობს. „ტესლაც“ და „სპეის იქსიც“ მემე-ვალუტას, საკუთარი პროდუქციის მხოლოდ ნაწილის (არა ელექტრომობილების და არა კოსმოსში მგზავრობის) საფასურად ღებულობს.

საინტერესოა ისიც, რომ მასკის „ტვიტერით“ დაინტერესების შემდეგაც, დოგკოინის ფასმა ზრდა დაიწყო.და ეს იმ დროს, როდესაც ბიზნესმენს მემე-კოინი არც უხსენებია. უბრალოდ, ბაზარმა ივარაუდა, რომ „ტვიტერის“ ყიდვის შემთხვევაში, მასკი დოგკოინის მიღებას, ამ სოციალური ქსელის მომსახურებებშიც დაიწყებდა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved