ილონ მასკის კომენტარმა ბიტკოინის ფასი გაზარდა!

Home » ბიტკოინი » ილონ მასკის კომენტარმა ბიტკოინის ფასი გაზარდა!
03/02/2021
ილონ მასკის კომენტარმა ბიტკოინის ფასი გაზარდა!

კრიპტოვალუტის ფასი $38,000-ს გადაცდა მას შემდეგ, რაც “Tesla”-ს მფლობელმა მისი ტვიტერის ბიოგრაფიაში “#bitcoin” ჩაამატა.

ბიტკოინის (BTC) ფასი საგრძნობლად გაიზარდა ორშაბათს, მას შემდეგ, რაც მილიარდერმა და “Tesla”-ს მფლობელმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ ის კრიპტოვალუტის მომხრეა. „ბიტკოინი ძალიან კარგია“ განაცხადა მასკმა გადაცემა  Clubhouse-ის, ორშაბათს გასულ ინტერვიუში. ხოლო ის ფაქტი, რომ იგი აქამდე უფრო აქტიურად არ იყო კრიპტოვალუტაში ჩართული, მან უბრალოდ „წვეულებაზე დაგვიანებად“ შეაფასა.

ილონ მასკის განცხადება ბიტკოინზე

ბიტკოინის (BTC) ფასმა პარასკევს $38,000-ს გადააჭარბა, მის შემდეგ რაც, მასკმა თავის ტვიტერის ბიოგრაფიაში უბრალოდ სიტყვა „#bitcoin“ ჩაწერა.

მასკმა მის ინტერვიუში ასევე ნაკლებად პოპულარული Dogecoin (DOGE) ახსენა და მსგავს კრიპტოვალუტებს უბრალოდ „ხუმრობები“ უწოდა. მას შემდეგ, რაც მასკმა Dogecoin-ზე მისი დამოკიდებულება ტვიტერზეც გაასაჯაროვა, ვალუტის ფასი, მსგავსად ბიტკოინისა, საოცარი სისწრაფით გაიზარდა. ილონ მასკს სოციალურ ქსელებზე აქტივობის დიდი ისტორია აქვს, რითაც იგი ხშირად სახალისო და ტრენდული პოსტებით იჩენდა თავს.

საინტერესოა, რამ გამოიწვია ილონ მასკის ბიტკოინის მიმართ დამოკიდებულების ასეთი სწრაფი შეცვლა. რამოდენიმე წლის წინ იგი ბიტკოინის მიმართ არც თუ ისე პოზიტიურად იყო განწყობილი, ახლა კი აცხადებს, რომ მას ბიტკოინი დროულად, 8 წლის წინ უნდა ეყიდა.

ბიტკოინის პროგრესი

დღეს ბიტკოინის ღირებულება უკვე $36,000-ს გადაცდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია!

© 2020 MyCoins.ge all rights reserved