ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Bank Leumi, დაიწყებს კრიპტო ვალუტით ვაჭრობის შეთავაზებას “Pepper Invest” ციფრული პლატფორმის საშუალებით.
ბანკი Leumi სერვისს ნიუ-იორკში დაფუძნებულ სავაჭრო პლატფორმის Paxos-თან პარტნიორობით განახორციელებს და იქნება პირველი ბანკი ისრაელში, რომელიც შესთავაზებს თავის მომხმარებლებს კრიპრო ვალუტით ვაჭრობის სერვისებს.
მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს, შეინახოს და გაყიდოს ბიტკოინი (BTC) და ეთერიუმი (Ethereum).
“Pepper გადასახადების საკითხს ისრაელის საგადასახადო ორგანოს მითითებების შესაბამისად განსაზღვრავს, ასე რომ კლიენტებს არ მოუწევთ შეხება საგადასახადო სირთულეებთან“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.