კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა პარასკევს კრიპტო-ლიცენზიის კანონს მოაწერა ხელი, ის ძალაში 2025 წლის ივლისიდან შევა. ნიუ იორკის “ბიტლიცენზიის” კალიფორნიულ ალტერნატივას “ციფრული ფინანსური აქტივების კანონი” ჰქვია და მას დიდი კრიტიკით შეხვდნენ ინდუსტრიის წარმომადგენლები.
კანონის შესაბამისად, ფინანსური დაცვისა და ინოვაციების დეპარტამენტმა (DFPI) უნდა შექმნას სამოქმედო ჩარჩო კრიპტოსთვის, რაც ლიცენზირების რეჟიმსაც ითვალისწინებს და აძლევს დეპარტამენტს საშუალებას შექმნას კანონი და უზრუნველჰყოს მისი დაცვა. DFPI-ს 18 თვიანი ვადა აქვს იმპლემენტაციისთვის, რათა “სექტორის საჭიროებები გაითვალისწინოს და დაიცვას მომხმარებლები”
გუბერნატორი გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩარჩო სიცხადეს შემატებს ყველა მხარეს: ბიზნესს, მომხმარებლებსა და მარეგულირებლებს, რაც გააადვილებს ოპერირებას და დაიცავს ბალანსს ინოვაციასა და მომხმარებელთა დაცვას შორის.