კარდანო (ADA) ჰარდ ფორკ ვასილის მოლოდინშია

Home » ბიტკოინი » კარდანო (ADA) ჰარდ ფორკ ვასილის მოლოდინშია
27/04/2022
კარდანო (ADA) ჰარდ ფორკ ვასილის მოლოდინშია

ციფრული ვალუტების ბაზარზე, დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული არის კარდანოს (ADA). მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი დაღმავალ ტრენდს მიჰყვება, კარდანოს პერსპექტივები ეჭვს არ იწვევს.

გარდა იმისა, რომ კარდანო (ADA) და მისი პარტნიორები ათობით ახალ პროდუქტსა და აპლიკაციაზე მუშაობენ, მზადდება ჰარდ ფორკი, სახელწოდებით „ვასილი“, რომელსაც ანალიტიკოსების ვარაუდით, კარდანოზე (ADA) ფასის მკვეთრი ზრდა უნდა მოჰყვეს.

ამ მოლოდინის წყალობით, კარდანო (ADA) კრიპტო ბაზარზე, მოწინავე ათეულში ადგილს მუდმივად ინარჩუნებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ინვესტორები დაღმავალი ტრენდის მიუხედავად, კარდანოს (ADA)ინტენსიურად ყიდულობენ, რაც ამ ვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციას ზრდის.

კარდანოს დამაარსებელი, ამერიკელი ბიზნესმენი ჩარლზ ჰოსკინსონი ამბობს, რომ ჰარდ ფორკი კარდანოს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამას კი კარდანოს (ADA) სწრაფი გავრცელება და გამოყენების გაფართოება მოჰყვება. ანალიტიკოსებს ეჭვიც არ ეპარებათ იმაში, რომ მალე კარდანოს ფასი 1-დოლარიან ზღვარს ასცდება.

ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ კარდანო არამხოლოდ გასცდება 1-დოლარიან ზღვარს, არამედ ჰარდ ფორკის შემდეგ, მისი ფასი ჯერ 2, შემდეგ კი 3 დოლარს მიაღწევს.

ცნობისათვის, კარდანოს (ADA) ფასმა 2021 წლის 1 სექტემბერს 3 დოლარს მიაღწია, თუმცა შემდეგ დაღმასვლა დაიწყო და დღეს 0.84 დოლარი ღირს.

საინტერესო ფაქტი: შარშან კარდანოს (ADA), ისევე როგორც ბიტკოინს (BTC), ორი ძლიერი აღმასვლა ჰქონდა. მაგრამ მათი პიკები დროში აცდენილი იყო. ბიტკოინმა (BTC) ჯერ აპრილში 64 ათას დოლარს მიაღწია, ნოემბერში კი ყველა დროის რეკორდული დონე – 68.3 ათასი დოლარი დააფიქსირა. კარდანოს (ADA) პირველი პიკი მაისის შუა რიცხვებში ჰქონდა – 2.40 დოლარი, 1 სექტემბერს კი ისტორიულ მაქსიმუმს – 3.01 დოლარს მიაღწია. ამასთან, ორივე ვალუტის შემთხვევაში, მაქსიმუმების დაფიქსირებას, მკვეთრი ვარდნა მოჰყვებოდა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved