კარდანოს (ADA) ჰარდ ფორკი „ვასილი“ გაამყარებს

Home » ბლოგი » კარდანოს (ADA) ჰარდ ფორკი „ვასილი“ გაამყარებს
16/05/2022
კარდანოს (ADA) ჰარდ ფორკი „ვასილი“ გაამყარებს

კრიპტო ვალუტების ბაზარზე მძიმე კვირის მიუხედავად, კარდანოს (ADA) კარგი პერსპექტივა აქვს. ამის მანიშნებელი ის ფაქტიცაა, რომ კარდანოთი შესრულებული ტრანზაქციების მოცულობა, მასზე ფასის კლების მიუხედავად, სულ უფრო იზრდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბაზარი კარდანოს (ADA) ჰარდ ფორკის (გაყოფას) მოლოდინშია, რომელიც სიმბოლურად, ვასილის სახელწოდებით არის ცნობილი.

ჰარდ ფორკი ივნისის ბოლოს არის დანიშნული. ტრეიდერების უმეტესობას იმედი აქვს, რომ გაყოფის წყალობით, კარდანოს (ADA) ფასი გაიზრდება. კარდანოს (ADA) მთავარი აღმასრულებელი ჩარლზ ჰოსკინსონი ამბობს, რომ ჰარდ ფორკი ფაქტობრივად მზად არის და მისი განხორციელება, მაისის ბოლოსთვის არის შესაძლებელი. თუმცა გეგმის შესაბამისად, ის 29 ივნისს ჩატარდება.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჰარდ ფორკი „ვასილი“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს „კარდანოს“ პარამეტრებს და შესაძლებლობებს.

გარდა ამისა, „კარდანომ“ უკვე გამოუშვა საკუთარ საფულე „დედალუსის“ ახალი ვერსია, „დედალუს 4.10.”, რომელიც აუმჯობესებს „ვინდოუსის“ საოპერაციო სისტემაში, „ლედჯერ ნანო S-თან“ დაწყვილების შესაძლებლობებს.

კარდანოსთან დაკავშირებით, უკვე 84 ახალი პროექტი განხორციელდა, მისი NFT-სთან დაკავშირებული პროექტების რიცხვი კი 5 500-ზე მეტია. გეგმაში კიდევ რამდენიმე ათეული პროექტის განხორციელებაა, რომელთა დიდი ნაწილი, ჰარდ ფორკის მოლოდინშია.

წინა 24 საათის განმავლობაში, კარდანოთი 1.291 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებები შესრულდა. ამჟამად კარდანოს (ADA) ფასი 0.5711 დოლარია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, კარდანოს (ADA) ფასი 3.25 პროცენტით არის გაზრდილი.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved