კეიტი ვუდი მალე ბიტკოინის (BTC) აღმავალი ტრენდის დაწყებას მოელის

Home » ბიტკოინი » კეიტი ვუდი მალე ბიტკოინის (BTC) აღმავალი ტრენდის დაწყებას მოელის
07/06/2022
კეიტი ვუდი მალე ბიტკოინის (BTC) აღმავალი ტრენდის დაწყებას მოელის

კომპანია „არკ ინვესტმენტის“ დამაარსებლის და მთავარი აღმასრულებლის, კეიტი ვუდის აზრით, ფაქტორების და ინდიკატორების ერთობლიობა მიანიშნებს, რომ ბაზარზე მალე დაიწყება ბიტკოინის (BTC) აღმავალი ტრენდი. თუმცა დასძენს, რომ ტერას კრახის შემდეგ, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

ვუდი ამბობს, რომ ამჟამად ბიტკოინის (BTC) ფასი, ფსკერის მიღწევის პროცესშია. მისი თქმით, ბიტკოინის (BTC) მოკლევადიანმა მყიდველებმა უკვე გაიარეს კაპიტულაციის ეტაპი და მათ ხელთ არსებული კოინები გაყიდეს. დიდი მოთამაშეების უმეტესობა კი კვლავაც ინარჩუნებს ყიდვის პოზიციებს.

„ხანგრძლივი მოთამაშეების წილი, რეკორდულად მაღალ დონეზეა (65.7 პროცენტზე). ასეთებს შორის ისინი არიან, ვინც საკუთარ საფულეში, ბიტკოინს (BTC) მინიმუმ წელიწადის განმავლობაში ინარჩუნებს. თუმცა არიან ისეთი გრძელვადიანი მფლობელებიც, ვინც გაყიდვა ამჯობინა. ბაზარზე კი არაერთი ძლიერი ინვესტორი რჩება, რაც ბიტკოინისთვის (BTC) დადებითი სიგნალია.

გარდა ამისა, ვუდი დასძენს, რომ ბლოკჩეინში არსებული მონაცემების გარდა, არის სხვა ფაქტორიც, რაც ბაზარზე მოსალოდნელ რყევებზე მიანიშნებს. ესაა ფიუჩერსების ბაზარზე არსებული სიტუაცია. მისი თქმით, ბიტკოინის (BTC) ფიუჩერსები შეღავათიან ფასებში იყიდება, რასაც რყევების გამოწვევა შეუძლია. თუმცა ამით ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა მიმართულებით წავა ფასი – მაღლა, თუ დაბლა.

ამ ინფორმაციას ვუდს სხვა ინდიკატორი აძლევს. ვუდი ამ ინდიკატორ(ებ)ს არ აკონკრეტებს, თუმცა ირწმუნება, რომ ის მოსალოდნელი აღმავალი ტრენდის მომასწავებელია.

მაგრამ ტერას კრახის შემდეგ, მისი კომპანია სიფრთხილეს იჩენს. მისი აზრით, ტერას კრახი მთელი კრიპტო ინდუსტრიისთვის ძლიერი დარტყმა იყო, რადგან სამეთვალყურეო სამსახურებმა, მეტი რეგულაციის მოთხოვნისთვის, სოლიდური საბაბი მიიღეს.ოღონდ, მიიღებენ თუ არა სასურველ შედეგს და თუ მიიღებენ, რა დროში, ამის თქმა ძნელია.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved