კრიპტო-ანალიტიკოსები ბაზრის რყევის მოლოდინში

Home » ბლოგი » მიმოხილვა » კრიპტო-ანალიტიკოსები ბაზრის რყევის მოლოდინში
22/03/2024
კრიპტო-ანალიტიკოსები ბაზრის რყევის მოლოდინში

ჰალვინგი ახლოვდება, ბიტკოინი კი მერყეობას განაგრძობს. გასულ კვირას თითქმის 10%-იანი კლების შემდეგ, პარასკევს, “აზიური ბაზრის საათებში” ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტო ვალუტის ფასი 65 000 დოლარია. როგორც Pythagoras Investments-ის სემირ გაბელჟიჩი ამბობს, ბოლო კლება “20 მარტს GBTC-დან spot ETF-ის გადინებამ გამოიწვია”. Coindesk-თან ინტერვიუში, გაბელჟიჩი წინასწარმეტყველებს, რომ “როგორც ჰალვინგამდე ხდება ხოლმე, მერყეობა ახლაც მოსალოდნელია, გაუფასურების მოსალოდნელი დიაპაზონი 10-20%-მდეა. ჰალვინგამდე უფრო დიდი რყევებია მოსალოდნელი”.

სინგაპურში მოქმედი QCP Capital წერს, რომ “ამჟამად, ბაზარი ბიტკოინისა და ეთერის ვაჭრობისას ვიწრო არეაში კონსოლიდირდება” და “ბაზარმა ამ უიქენდზე შესაძლოა შეისვენოს”.

აქვე, აღსანიშნავია, რომ QCP Capital-ის აზრით, გამორიცხულია ეთერიუმის ETF პროდუქტების ახლო მომავალში დამტკიცება. იგივეს მოასწავებს Polymarket-იც: მისი მონაცემებით, ეთერიუმის ETF-ის მიღების ალბათობა 21%-ია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved