კრიპტო ვეშაპები USDT-ს აგროვებენ, რათა ბიტკოინი (BTC) იაფად შეისყიდონ

Home » ბიტკოინი » კრიპტო ვეშაპები USDT-ს აგროვებენ, რათა ბიტკოინი (BTC) იაფად შეისყიდონ
09/03/2022
კრიპტო ვეშაპები USDT-ს აგროვებენ, რათა ბიტკოინი (BTC) იაფად შეისყიდონ

კრიპტო ბაზრის ანალიტიკაზე ორიენტირებული პლატფორმა „სანტიმენტის“ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ USDT-ის იმ მისამართებზე, სადაც დიდი რაოდენობით მონეტებია თავმოყრილი, დაგროვების პროცესი გრძელდება და მათზე არსებული თანხები სწრაფად იზრდება.

„სანტიმენტმა“ ტვიტერზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც გვატყობინებს: ვეშაპების და ზვიგენების იმ მისამართებზე, რომლებზეც 10 ათასიდან, 10 მილიონ ტეთერამდეა (Tether) შენახული, ბოლო ერთ თვეში მფლობელებმა დამატებით 1.06 მილიარდი დოლარის ღირებულების სტეიბლკოინი (ციფრული ვალუტა, რომლის ფასიც დოლარზეა მიბმული და ძალიან მცირე დიაპაზონში იცვლება) დაამატეს.

ეს თანხა არის იმის საშუალება, რომ მფლობელმა ვთქვათ, ბიტკოინის (BTC) და სხვა ვალუტების გაიაფებაზე მოახდინოს რეაგირება და ისინი სწრაფად შეისყიდოს. სტეიბლკოინის დაგროვებას თავისი დანიშნულება აქვს: როდესაც ფასები იზრდება, გადარიცხვების რიცხვის აჟიოტაჟური ზრდის გამო, ეს პროცესი შეფერხებულია. ამიტომ, სასურველი ვალუტის სწრაფად შესყიდვის უზრუნველსაყოფად, გაცვლით პლატფორმებზე სტეიბლკოინის არსებობა საქმეს ამარტივებს. ეს მეთოდი მით უფრო ეფექტურია, რაც მეტი მოცულობით ვალუტის ყიდვას აპირებს ტრეიდერი/ინვესტორი.

სტეიბლკოინების მისამართებზე თანხების აკუმულაციის კვალად, ბოლო 26 კვირიდან 21-ში, სავაჭრო პლატფორმებიდან ბიტკოინის (BTC) გადინებაც შეინიშნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მფლობელები ვალუტას სიძვირისას ყიდიან და მიღებულ თანხას იმ მომენტისთვის ინახავენ, როდესაც კორექციის შედეგად, ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს. ფასის ფსკერთან მიახლოებისას, საპირისპირო პროცესი იწყება.

ფასის ვარდნის ფონზე, მსგავსი პროცესი ეთერიუმთან დაკავშირებითაც შეინიშნება. „სანტიმენტის“ მონაცემებით, იმ მისამართებზე, სადაც 1-დან 10 მილიონამდე ეთერიუმი ინახება, ბრუნვაში არსებული ამ ვალუტის დაახლოებით 21.6 პროცენტია თავმოყრილი. მათი მფლობელები კი, რა თქმა უნდა, ეთერიუმის (Ethereum) გაძვირების მოლოდინში არიან.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved