მას შემდეგ, რაც Standard Charted-მა საკუთარი ანგარიშში ETH-ის ETF-ის დამტკიცება და ეთერის ფასის ზრდა იწინასწარმეტყველა, კრიპტო ბაზარზე სენტიმენტი შეიცვალა.
Coindesk-ის ინფრომაციით, ფიუჩერსის ფასები აჩვენებს, კრიპტომოვაჭრეების განწყობებს. როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ, რომ მომავალ თვეებში ETH დასუსტდება და მას ისევ ბიტკოინს ამჯობინებენ. გრიფინ არდერნი, Blofin-ის ტრეიდერი, მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ “როგორც ჩანს, ტრეიდერები ფიქრობენ, რომ დროთა განმავლობაში ეთერი ბიტკოინზე უარეს მაჩვენებლებს დაიჭერს.” რაც ცხადია ნიშნავს, რომ ინვესტორებს უფრო ბიტკოინის მიმართ აქვთ Bull განწყობა.
ზოგადად, ეთერის ETF-ის SEC-ის მიერ დამტკიცება სათუოა. ყოველშემთხვევაში, GP Morgan სკეპტიკურადაა განწყობილი, და ფიქრობს, რომ ETF პროდუქტების დამტკიცების შანსი 50%-ს არ აღემატება. მათი აზრით, ამის მთავარი მიზეზი Proof-of-Stake მექანიზმია, რაც ეთერს ბიტკოინისგან განასხვავებს.