კრიპტოვალუტას უკვე 100 მილიონზე მეტი მფლობელი ჰყავს – კემბრიჯის კვლევა

Home » სიახლეები » კრიპტოვალუტას უკვე 100 მილიონზე მეტი მფლობელი ჰყავს – კემბრიჯის კვლევა
25/09/2020
კრიპტოვალუტას უკვე 100 მილიონზე მეტი მფლობელი ჰყავს – კემბრიჯის კვლევა

კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით მსოფლიოში 100 მილიონი ადამიანი ამჟამად ფლობს ბიტკოინს (BTC) და სხვა ბლოკჩეინზე დაფუძნებულ აქტივებს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ამ მიმართულებით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კრიპტოვალუტის მფლობელების რაოდენობა მსოფლიოში 35 მილიონამდე იყო, მოცემულ ანგარიშებს კი დადასტურებული პირადობის მოწმობის მქონე მფლობელები ჰყავდათ.

2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, კრიპტო ბირჟებზე 191 მილიონამდე ანგარიშია გახსნილი. საინტერესოა, რამ გამოიწვია ამ მაჩვენებლის მკვეთრად ზრდა?

კვლევა ასევე ხაზს უსვამს მომხმარებელთა გეოგრაფიულ მდებარეობას. საინტერესოა, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მოღვაწე კრიპტო ბირჟები ირწმუნებიან მომხმარებელთა უფრო მაღალ აქტივობას.

აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგია აერთიანებდა საჯარო მონაცემებსა და გამოკითხვებს, ასევე პირადობის მოწმობით დამოწმებულ ანგარიშებს.

მიუხედავად მკვლევარების მტკიცებისა, რომ კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგია შეზღუდულია, მათ მიაჩნიათ, რომ გამოქვეყნებული ციფრები გლობალურად კრიპტო აქტივების მფლობელთა სანდრო მაჩვენებელს გვთავაზობს.

შენც ხარ კრიპტომოყვარულთა ფართო საზოგადოების წევრი? ☺

წყარო: Cointelegraph.com

© 2020 MyCoins.ge all rights reserved