კრიპტოვალუტებით გადახდა VISA-ს ახალი ბარათით შესაძლებელი იქნება

Home » სიახლეები » კრიპტოვალუტებით გადახდა VISA-ს ახალი ბარათით შესაძლებელი იქნება
20/02/2020
კრიპტოვალუტებით გადახდა VISA-ს ახალი ბარათით შესაძლებელი იქნება

საკრედიტო ბარათების გიგანტი კომპანია, VISA, პირველად ითანამშრომლებს კრიპტოვალუტების მიმართულებით მოქმედ კომპანიასთან.

VISA Coinbase-სთან პარტნიორობის ფარგლებში, სადებეტო ბარათებს გამოუშვებს, რომელთა საშუალებითაც კრიპტომოყვარულებს შეეძლებათ დახარჯონ საკუთარი ბიტკოინი, ეთერიუმი და რიპლი ყველგან, სადაც VISA ბარათი მიიღება.

,,თუ ანგარიშზე მხოლოდ კრიპტოვალუტები გაქვს და ფინჯანი ყავის ყიდვა გსურს, აღარ დაგჭირდება პროცესის გავლა, რაც მის ტრადიციულ ვალუტაზე გადაცვლას გულისხმობს.” Coinbase-ისა და Visa-ს ახალი ბარათის მეშვეობით, რეალურ დროში შეგეძლება ბიტკოინით შესაბამის ადგილზე გადახდა.

Coinbase-ის ბარათი ბრიტანეთში გაეშვა და ევროპის 29 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ბარათით გადახდა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნება შესაძლებელი, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ სიაში მყოფ ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ მისი მიღება.

სიახლის დაანონსებიდან მოკლე დროში Coinbase-ის მომხმარებლებმა უკვე დაიწყეს ბარათების შესახებ კითხვების დასმა. ბრიტანეთთან ერთად, კომპანიის ინიციატივას აქტიური გამოხმაურება იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მოჰყვა.

შეუკვეთავდი VISA ბარათს შენი კრიპტოებით ფინჯანი ყავა რომ გეყიდა?

წყარო: http://bit.ly/2SHIcw8

© 2020 MyCoins.ge all rights reserved