კრიპტოსავალუტო ბაზარზე ფასები შესამჩნევად შემცირდა, ბიტკოინი $8,200-იან ნიშნულს ჩამოცდა და მასთან ერთად ალტკოინებიც წითელ ზონაშია.
ბიტკოინის ფასი კვირის განმავლობაში ნელი ტემპებით ეცემოდა და ამ ეტაპისთვის მისი ვარდნა 5%-ს შეადგენს. ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ბიტკოინის ფასი ვარდნას ისევ გააგრძელებს და $7,400-იან ნიშნულს დაუბრუნდება. თუმცა საპირისპიროდ, ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, დროებით ტრენდთან გვაქვს საქმე და ბიტკოინის ფასი კვლავ ზრდის ტემპებს დაუბრუნდება.
საინტერესო სტატისტიკაა ალტკოინების ფასებშიც. ეთერიუმის, მეორე ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტის ფასი $178-მდე დაეცა, რაც კვირის განმავლობაში 3.5%-იან ვარდნას გულისხმობს.
რიპლის ფასი შვიდი დღის ჭრილში 6.8%-ით შემცირდა და და მისი შეძენა $0.254-ად არის შესაძლებელი.
ჯამში კრიპტოსავალუტო ბაზრის კაპიტალიზაცია დღეის მდგომარეობით $225 მილიარდია. ხოლო მაშინ, როდესაც ინდუსტრიის ექსპერტები ბიტკოინის უახლესი მომავლის ფასებზე მსჯელობენ, Fundstrat-ის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა და კრიპტოსავალუტო ბაზრის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პირმა, Tom Lee-მ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი $25,000 გახდება და დაამატა, რომ ეს ძალიან მარტივად მისაღწევია.
შენ როგორ ფიქრობ, აქვს ბიტკოინს ასეთ ნიშნულთან მიახლოების შანსი?
გადაამოწმე უახლესი კურსები MyCoins.ge და შენს სტრატეგიაზე დაყრდნობით მიიღე სასურველი კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვის გადაწყვეტილება.
წყარო: https://myc.ge/2D2jjm5