მოსაპოვებელი მხოლოდ 2 მილიონი ბიტკოინი (BTC) დარჩა

Home » ბიტკოინი » მოსაპოვებელი მხოლოდ 2 მილიონი ბიტკოინი (BTC) დარჩა
04/04/2022
მოსაპოვებელი მხოლოდ 2 მილიონი ბიტკოინი (BTC) დარჩა

გასულ კვირაში, კრიპტო ვალუტების სამყაროში მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა – მოპოვებული ბიტკოინების (BTC) რიცხვმა 19 მილიონს მიაღწია. შესაბამისად, უკვე 2 მილიონზე ნაკლები ბიტკოინი (BTC) დარჩა მოსაპოვებელი. ეს პროცესი 2140 წლამდე გაგრძელდება და ამ პერიოდში, მოპოვების პროცესი სულ უფრო გაძნელდება.

მე-19 მილიონე ბიტკოინი, ბლოკ 730002-ის გახსნის შედეგად, „SBI კრიპტომ“ მოიპოვა. ამ ბლოკის გახსნით, „SBI კრიპტომ“ სულ 6.32 ბიტკოინი (BTC”) მიიღო, რისი ღირებულებაც იმ მომენტში 293 000 დოლარი იყო.

ამგვარად, 19 მილიონი ბიტკოინის (BTC) მოპოვებას, სულ 13 წელი დასჭირდა. დარჩენილი 2 მილიონის მოპოვება კი 118 წელი გაჭიანურდება. ასეთია ბიტკოინის (BTC) კოდის თავისებურება, რომლის შესაბამისადაც, ბიტკოინის (BTC) მოპოვება პერიოდულად ნახევრდება.

ცნობისათვის, მე-18 500 000 მილიონე ბიტკოინი (BTC) 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა. მომდევნო ჰალვინგი (განახევრება) 2024 წელს არის დაგეგმილი და ამის შემდეგ, ყოველი ბლოკის გახსნისას, მომპოვებელი 3.125 ბიტკოინს (BTC) მიიღებს. მოპოვების შეკვეცა, ბაზარზე მიწოდების კლებას გამოიწვევს, რასაც დეფიციტი და ფასის ზრდა უნდა მოჰყვეს. ოღონდ, ეს გარემოება ფასზე უცებ არ აისახება და ეს პროცესი გარკვეულ დროში გაიწელება. თუმცა დეფიციტის ფაქტორი ბაზარზე მუდმივად იმოქმედებს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved