პოპულარულმა კრიპტო პლატფორმა „ნექსომ“ და ბარათებით გადახდების კომპანია „მასტერქარდმა“, ერთობლივად შეიმუშავეს ახალი ბარათი, რომელიც კრიპტო ვალუტებითაც არის უზრუნველყოფილი.
ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელსაც კრიპტო და არსებული ფინანსური ქსელები ერთობლივად დგამენ იმისთვის, რათა თავიანთი რესურსები ერთობლივად გამოიყენონ და ხელი შეუწყონ ციფრული აქტივების ისედაც მზარდ დამკვიდრებას.
„ნექსომ“ გამოაცხადა, რომ პირველ ეტაპზე, ახალი ბარათი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. ის მფლობელებს იმის საშუალებას მისცემს, რომ საკუთარ ბარათზე შენახული ციფრული აქტივები, როგორიცაა ბიტკოინი (BTC), ისე დახარჯონ, რომ მათი გაყიდვა არ დასჭირდეთ. ამისათვის, კრიპტო აქტივს, გაცემული კრედიტის დასაბრუნებლად, გირაოს დანიშნულებით გამოიყენებენ.
შედარებისთვის, ჩვეულებრივი არსებული საკრედიტო ბარათების უმეტესობას, არ აქვს უზრუნველყოფა და ისინი მფლობელებს წინასწარ განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტით ზღუდავენ.
ბარათი დაკავშირებულია „ნექსოს“ საკრედიტო ხაზთან, რომელიც ციფრული ვალუტით არის უზრუნველყოფილი და რომლის გამოყენებაც მთელს მსოფლიოში, იმ 92 მილიონ სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი, რომლებიც „მასტერქარდის“ ბარათებს ღებულობენ. „ნექსოს“ განცხადებით, ასეთი ბარათებით, ინვესტორები საკუთარი კრიპტო აქტივების ფიატური ღირებულების 90 პროცენტის დახარჯვას შეძლებენ.
„ნექსო“ გვამცნობს, რომ ბარათი არ საჭიროებს გადახდების მინიმალური ზღვარის დაცვას, ყოველთვიურ კომისიებს და უმოქმედობის გადასახადს. გარდა ამისა, თვეში 20 ათას ევრომდე სავალუტო გაცვლები, საკომისიოს გადახდის გარეშე შესრულდება.
დაკიდევ, ბარათის მფლობელს არ აქვს შეზღუდვა ღია საკრედიტო ხაზიდან ხარჯებსა და თანხის გამოტანაზე. პროცენტის გადახდა, მხოლოდ კრედიტის ფაქტობრივად გამოყენებული მოცულობიდან იანგარიშება. საპროცენტო განაკვეთი ნულოვანია იმ კლიენტებისთვის, რომლებიც კრედიტის ღირებულებასთან ფარდობას 20 პროცენტზე დაბლა ინარჩუნებენ.