პოლიგონმა გამოაცხადა, რომ მისი მატიკი (Matic) კარბონ ნეიტრალური გახდა

Home » ბლოგი » პოლიგონმა გამოაცხადა, რომ მისი მატიკი (Matic) კარბონ ნეიტრალური გახდა
24/06/2022
პოლიგონმა გამოაცხადა, რომ მისი მატიკი (Matic) კარბონ ნეიტრალური გახდა

საბაზრო კაპიტალზაციით მე-18 უდიდესი კრიპტო ვალუტა მატიკი (Matic) (პოლიგონი) კარბონ ნეიტრალური გახდა. ამ ინფორმაციის გავრცელებას დაემთხვა კოინ მატიკის ფასის მკვეთრი ზრდა, რამაც ბოლო ერთ კვირაში 48.72 პროცენტს, ბოლო 24 საათში კი 17.54 პროცენტს მიაღწია.

ამის მიუხედავად, მატიკის (Matic) ფასი ამჟამად ყველა დროის მაქსიმუმიდან (რომელიც 2021 წლის დეკემბერში დაფიქსირდა) დაახლოებით 83 პროცენტით არის შემცირებული. ფასის ვარდნა არის ნაწილი მთლიანად კრიპტო ბაზრის ტრენდისა, რომელმაც კრიპტო ვალუტების ფასები, ბოლო ორი წლის მინიმალურ მაჩვენებლებამდე დაიყვანა.

მატიკის (Matic) ფასის ბოლო ერთი კვირის გამოცოცხლებაც, მთლიანად კრიპტო ბაზრის მოძრაობას შეესაბამება. თუმცა მისი ფასი საერთო ფონზე უფრო მკვეთრად გაიზარდა, რაც მასთან მიმართებით, ინვესტორების მეტი ოპტიმიზმით არის გამოწვეული.

მატიკის (Matic)  მიმდინარე ფასი 0.6000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. რამდენიმე საათის წინ, ის 0.62099  დოლარი ღირდა. რაც მთავარია, გადალახულია აღმავალი სამკუთხედის ზედა ზღვარი, რაც შესაძლოა ზრდის გაგრძელების მანიშნებელი იყოს. ამ შემთხვევაში, წინააღმდეგობის შემდეგი ზღვარი, 0.73 დოლარის დონეზე იქნება.

რაც შეეხება კარბონ ნეიტრალურობას, ეს ნიშნავს, რომ დაცულია ბალანსი ატმოსფეროში ნახშირბადის გამოყოფასა და შთანთქმას შორის. ამის შესახებ, ბლოკჩეინ კომპანიამ საზოგადოებას 21 ივნისს ამცნო.

„პოლიგონმა დიდი ნაბიჯი გადადგა საკუთარი მიზნისკენ – გახდეს კარბონ უარყოფითი. ამოვიღეთ 400 ათასი დოლარის კარბონ კრედიტი, რაც სათბურის ეფექტის მქონე 104 794 ტონა აირის ტოლფასია. ანუ, ჩვენ გავანეიტრალეთ იმ მოცულობით CO2, რაც ქსელის დაარსების დღიდან გამოიყო“, – ნათქვამია „პოლიგონის“ განცხადებაში.

ანალიტიკოსთა უმეტესობა ასევე თვლის, რომ მატიკის (Matic) ფასის ზრდა, დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ ვეშაპები (კრიპტოების უმსხვილესი მფლობელები) ამ კრიპტო ვალუტისადმი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ისინი კრიპტო ბაზრის ვარდნით სარგებლობენ და მატიკს (Matic) ხელსაყრელ ფასში ყიდულობენ, რაც ამ კრიპტო ვალუტაზე მოთხოვნის და მასთან ერთად, ფასის ზრდას იწვევს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved