რას გვირჩევენ კრიპტო ანალიტიკოსები კრიზისულ პერიოდში ინვესტირებისას?

Home » სიახლეები » რას გვირჩევენ კრიპტო ანალიტიკოსები კრიზისულ პერიოდში ინვესტირებისას?
13/03/2020
რას გვირჩევენ კრიპტო ანალიტიკოსები კრიზისულ პერიოდში ინვესტირებისას?

ბაზრის მიმდინარე კრიზისის დროს, სხვადასხვა ანალიტიკოსისგან ინვესტიციების განხორციელებასთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრებები გაჩნდა, მათ შორის ბიტკოინისა და ალტკოინების ირგვლივ.

კორონავირუსის საფრთხისა და ნავთობის ირგვლივ მომხდარი მოვლენების ფონზე, ტრადიციულმა ბაზრებმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სერიოზული დარტყმა მიიღო. ინვესტირების ლეგენდის Baron Rothschild-ის განცხადების თანახმად, ეს ინვესტორებისთვის სწორი დროა, აქტივების შესაძენად.

როგორც ერთ-ერთი ანალიტიკოსი გვირჩევს, ,,დროა შეიძინოთ იაფი აქციები” ,,დაელოდეთ ყველას, რომ თქვან, გაყიდეს და შემდეგ იყიდეთ”, – თქვა მეორემ და დასძინა, რომ ეს Warren Buffet-ის სტილია: ,,შეიძინე მაშინ, როდესაც ბაზარზე შიშია”.

არსებობენ სფეროს პროფესიონალები, რომლებიც ალტერნატივად უფრო მეტ სტაბილურობას გვირჩევენ.

,,შეინახეთ ყველაფერი, რასაც ახასიათებს სტაბილურობა. დაიზღვიეთ თავი ძვირფასი მეტალებით, გადადით ნაღდ ფულზე და დაელოდეთ მომავალ ყიდვის შესაძლებლობებს.”

ტრადიციული ბაზრების დარტყმის ფონზეც, ბიტკოინმაც განიცადა დანაკარგი.

,,გაყიდეთ ყველაფერი, იყიდეთ მხოლოდ ბიტკოინი და ოქრო”- განაცხადა კრიპტო ბაზარზე არსებული მდგომარეობის ფონზე ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა. თუმცა არსებობს საპირისპირო შეხედულებებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინთან დაკავშირებულ კომენტარებში შერეული აზრები იკვეთება, ფინანსური მრჩევლების მხრიდან მზარდი ინტერესი ჩანს კრიპტოს მიმართ და უფრო მეტი განიხილავს მას, როგორც აქტივების კლასს. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ინდუსტრია საზოგადოების თვალში წინ მიიწევს.

თუმცა ეს მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ანალიტიკოსების სუბიექტური შეხედულებებია და რეალურად, რთულია ზუსტი პროგნოზების გაკეთება.

შენ როგორ ფიქრობ, რომელი კრიპტო სტრატეგიით სჯობს ხელმძღვანელობა მსოფლიოში არსებულ კრიზისულ პერიოდში?

წყარო: http://bit.ly/2w2ZxHq

© 2020 MyCoins.ge all rights reserved