რატომ ყიდის გერმანია ამდენ ბიტკოინს?

Home » ბიტკოინი » რატომ ყიდის გერმანია ამდენ ბიტკოინს?
10/07/2024
რატომ ყიდის გერმანია ამდენ ბიტკოინს?

უკვე რამდენიმე დღეა, რაც სრულიად კრიპტოსამყარო გერმანიაზეა გაბრაზებული – მოგეხსენებათ, ქვეყანა ასობით მილიონი დოლარის რაოდენობის ბიტკოინს ყიდის. ბუნებრივია, რომ კრიპტობაზარზე გერმანიის მთავრობის აქტივობებმა რყევები გამოიწვია და კითხვებიც გააჩინა – ამ რაოდენობის ბიტკოინის გაყიდვა მაინცდამაინც სწორი გადაწყვეტილება არ არის.

დავიწყოთ იმით, რომ ასეულობით მილიონი დოლარის რაოდენობის ბიტკოინს მხოლოდ გერმანიის ერთი მხარე – საქსონია ყიდის. საიდან აქვს საქსონიას ამდენი ბიტკოინი? წლის დასაწყისში, საქსონიის კრიმინალურმა პოლიციამ (გერმანულად LKA) 49,857 ბიტკოინი (დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი) ამოიღო Movie2k.to -ს ოპერატორისგან. ვებ-გვერდი საქსონიამ დამნაშავედ ცნო ფულის გათეთრებაში და გამოავლინა მასთან დაკავშირებული სხვა არალეგალური საქმიანობებიც.

დაახლოებით 1 კვირის წინ, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის კრიპტო საფულემ ათასობით ბიტკოინი გადაიტანა Kraken-ზე, Coinbase-სა და Bitstamp-ზე. ფედერალურ საფულეზე ბიტკოინის რაოდენობა 23,788-მდე შემცირდა.

მიუხედავად ინტერნეტში გავრცელებული მიმებისა, საქსონიას არჩევანი არც ქონდა – კონფისკირებული აქტივების ლიკვიდაცია კანონით გათვალისწინებული, სტანდარტული პროცედურაა. გერმანული Blockchain Research Lab-ის თანადამფუძნებელმა, ლენარტ ანტემ განაცხადა, რომ “ეს რუტინული პროცესია, თუმცა, ამჯერად ჩვეულებრივზე გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის”.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved