რიპლის ფასმა უდაბლეს ნიშნულს მიაღწია – პირველად 2017 წლის შემდეგ…

Home » სიახლეები » რიპლის ფასმა უდაბლეს ნიშნულს მიაღწია – პირველად 2017 წლის შემდეგ…
18/12/2019
რიპლის ფასმა უდაბლეს ნიშნულს მიაღწია – პირველად 2017 წლის შემდეგ…

რიპლის ფასმა ბოლო 2 წლის მანძილზე არსებულ ფასებს შორის, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მისი ფასი დღეის მდგომარეობით $0.1826-ია. 

ფასის აღნიშნული ვარდნა ბოლო 24 საათში 12%-იან შემცირებას გულისხმობს. აღსანიშავია ისიც, რომ რიპლთან ერთად, წითელ ზონაში გადაინაცვლეს სხვა მთავარმა კრიპტოვალუტებმაც.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რიპლის ფასის ვარდნა კრიპტოსავალუტო ბაზარზე დროებით არსებული მდგომარეობითაა გამოწვეული, ზოგიერთის აზრით კი ეს იმ ინფორმაციის გავრცელების შედეგია, რომლის თანახმადაც არც Ripple-ის პარტნიორი MoneyGram და არც მისი CEO, Alex Holmes არ ფლობენ ამ ციფრულ ვალუტას. 

ფასის ვარდნას განიცდის ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა, ბიტკოინი. მან დღე $6,915 სავაჭრო ფასით გახსნა, რაც ამ ეტაპზე მისთვის 5%-იან დანაკარგს გულისხმობს. 

ბიტკოინთან ერთად, 8%-ით შემცირდა ეთერიუმის ფასი და მისი ყიდვა დღეის მდგომარეობით $122-ად შეგიძლია. 

კრიპტოსავალუტო ბაზრის კაპიტალიზაცია ამ ეტაპზე $176.5 მილიარდია, რომლის 67.6%-ს ბიტკოინის კაპიტალიზაცია შეადგენს. 

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები კრიპტოსავალუტო ბაზარზე? თუ თვლი, რომ ფასის ვარდნა დროებითია და საახალწლოდ კრიპტოვალუტების სავაჭრო ფასი მოიმატებს, შეგიძლია მოასწრო, მარტივად შეიძინო შენთვის სასურველი კრიპტოვალუტა მაიქოინსზე და დაელოდო ახალ წელს, ახალი შესაძლებლობებისთვის. 

წყარო: https://myc.ge/36KYmJj

© 2020 MyCoins.ge all rights reserved