რომელი ალტკოინები გაუძლებენ SEC-ის ზეწოლას?

Home » ბიტკოინი » რომელი ალტკოინები გაუძლებენ SEC-ის ზეწოლას?
19/06/2023
რომელი ალტკოინები გაუძლებენ SEC-ის ზეწოლას?

ბიტკოინის (BTC) და კრიპტო სფეროს პროპაგანდისტი, კრიპტო პლატფორმა „კრაკენის“ ბაზრის განვითარების დირექტორი დენ ჰელდი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისია (SEC) ვერ შეძლებს, ალტკოინების უმეტესობას, ფასიანი ქაღალდის დეფინიცია შეუნარჩუნოს.

SEC-ი ორ უდიდეს კრიპტო სავაჭრო პლატფორმას, „ბაინენსს“ და „კოინბეიზს“ უჩივის იმის გამო, რომ მისი განსაზღვრებით, ისინი მომხმარებლებს არარეგისტრირებულ (და შესაბამისად, უკანონო) ფასიან ქაღალდებს სთავაზობენ. ასეთებს შორის, ათეულობით ალტკოინია მოხსენიებული. ამის გამო, ბევრმა სავაჭრო პლატფორმამ, ეს ალტკოინები, ან მათი უმეტესობა, საკუთარი ინსტრუმენტების სიიდან ამოიღო (დელისტინგი). შედეგად, ამ კრიპტოების ფასები ძლიერ დაეცა.

ჰელდი ამობს, რომ ტოკენებს, რომელთა გაშვება „სამართლიანად და გამჭვირვალედ“ მოხდა, მათ შორის, ლაიტკოინს (LTC), დოჯკოინს (DOGE) და მონეროს (XMC), საფრთხე არ ემუქრება, რადგან ისინი ფასიანი ქაღალდის განსაზღვრებას არ შეესაბამება. „აშკარაა, რომ SEC-მა ეს კრიპტოები იმგვარად გამოჰყო, რომ მათ დევნას არ გეგმავს“, – ამბობს ჰელდი.

ის თავის მოსაზრებას იმ გარემოებით ამყარებს, რომ SEC-ის სიაში შეყვანილი კრიპტოების უმეტესობა, „პრუფ-ოფ-სტეიკ“ (PoS) კოინებია, რომლებიც უფრო ცენტრალიზებულ მფლობელობაში არიან.

ჰელდი დასძენს, რომ SEC-ის მიერ დევნა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ პლატფორმებზე და ცალკეულ კრიპტოებზე, სახელმწიფოს მხრიდან, ტოტალური ზეწოლაა მოსალოდნელი.

და ბოლოს, ჰელდის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ ბიტკოინი და სხვა დეცენტრალიზებული კრიპტოები გადაურჩება კონკურენციას და სხვადასხვა სახის ზეწოლას, მათ შორის, მთავრობებისგან.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved