საგადამხდელო მომსახურების პროვაიდერი კომპანია Square – ი კრიპტო ინჟინერებს ეძებს და ანაზღაურებას Bitcoin – ების ერთეულებში სთავაზობს

Home » სიახლეები » საგადამხდელო მომსახურების პროვაიდერი კომპანია Square – ი კრიპტო ინჟინერებს ეძებს და ანაზღაურებას Bitcoin – ების ერთეულებში სთავაზობს
25/03/2019
საგადამხდელო მომსახურების პროვაიდერი კომპანია Square – ი კრიპტო ინჟინერებს ეძებს და ანაზღაურებას Bitcoin – ების ერთეულებში სთავაზობს

ამერიკის შეერთბულ შტატებში დაფუძნებული საგადამხდელო მომსახურების პროვაიდერი კომპანია Square – ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეკ დორსის მიერ Twitter – ზე 20 მარტს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კომპანია აპირებს კრიპტოვალუტის ინჟინერების დაქირავებას და ანაზღაურების ნაცვლად ციფრულ კრიტპოვალუტას სთავაზობს. განცხადებაში დორსი იუწყება, რომ იგი დაიქირავებს 3 – 4 ინჟინერსა და დიზაინერს სრულ განაკვეთზე სამუშაოდ, რომლებსაც წვდომა ექნებათ ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ღია წყაროებზე. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ ნებისმიერი ადგილიდან, შესრულებული სამუშაო პირდაპირ მიაწოდონ დამსაქმებელს და ანაზღაურება მიიღონ პირობითად ბიტკოინის ერთეულებში. ჯეკ დორსიმ ასევე განაცხადა, რომ თანამშრომლებისათვის კრიპტოვალუტის ანაზღაურებად შეთავაზება ემსახურება კრიპტო ეკოსისტემის გაფართოვებასა და კრიპტოვალუტების გლობალურად ათვისებას (რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს BTC საზოგადოების განვითარებას). აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს იქნება პირველი ღია წყაროს ინიციატივა, რომელიც გაემიჯნება კომპანიის ბიზნეს ინტერესებს, და პოტენციურად დაქირავებული ინჟინერები მთლიანად ფოკუსირდებიან იმაზე, თუ რა იქნება კრიპტო საზოგადოებისათვის და მისი ეკონომიკური კეთილდღეობისათვის და არა თავად კომპანიის კომერციული ინტერესებისათვის უკეთესი.

როგორც ცნობილია, 2018 წელს Square – მა ბიტკოინის მოპოვებიდან ერთ წელში 166 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ტოლი შემოსავალი მიიღო. კომპანიამ მეოთხე კვარტალში 52 მილიონი ა.შ.შ დოლარი მოიპოვა, რომელიც საგრძნობლად უსწრებს მესამე (9 მილიონი ა.შ.შ. დოლარი) და მეორე (15 მილიონი ა.შ.შ. დოლარი) კვარტალში გამომუშავებულ შემოსავლებს. თუმცა, ბიტკოინის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც დაკავშირებულია Square – ის სამომხმარებლო აპლიკაციასთან (Cash), გაცილებით დაბალია რადგან ბიტკოინის შესყიდვაზე გაწეული დანახარჯები შემოსავლის დიდ ნაწილს წარმოადგენს. ასევე, ჯეკ დორსი გამოირჩევა კრიპტოვალუტისადმი პოზიტიური დამოკიდებულებით, და მის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ბიტკოინი შეიძლება ინტერნეტის ადგილობრივ (ეროვნულ) ვალუტად იქცეს: „ბიტკოინი იყოს ის რაც ინტერნეტში დაიბადა, რომელიც ინტერნეტშივე განვითარდა და ინტერნეტში დაიეტესტა… ხოლო ახლა კი იგი მთლიანად ინტერნეტის ნაწილია.“.[1]


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/payment-service-square-is-hiring-crypto-engineers-offers-salaries-in-bitcoin

© 2020 MyCoins.ge all rights reserved