2019 წლის 12 აპრილს გამოქვეყნებული პრეს – რელიზის მიხედვით, სინგაპურში დაფუძნებული ბლოკჩეინ – სტარტაპი Perlin მსოფლიოს უდიდეს ბიზნეს ორგანიზაციას (საერთაშორისო სავაჭრო პალატას) ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გაფართოვებაში დაეხმარება. Perlin – ს, რომელიც უკვე ჩართულია ბლოკჩენის მრავალ საპილოტე პროექტებში (მათ შორის აზია წყნარი ოკეანის რაიონი), წვდომა ექნება ICC – ის წევრ კომპანიებზე და თითეულ მათგანს ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისებაში დაეხმარება. ამჟამინდელი მონაცემებით, 100 წლიანი საერთაშორისო სავაჭრო პალატა საკუთარი „ფრთების“ ქვეშ აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Amazon – ი, CocaCola, FedEx – ი, McDonalds – ი და PayPal – ი. ICC – ის გენერალური მდივნის ჯონ დენტონის განცადებით, სტარტაპთან თანამშრომლობით ისინი შეძლებენ პალატაში წარმოდგენილ ყველა სექტორში ნებისმიერი ბიზნესის პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ ტრასფორმაციას.
აღნიშნული პარტნიორობა სხვადასხვა ფორმით გამომჟღავნდება, მაგრამ ძირითადად ყურადღებას გაამახვილებს ღირებულების ჯაჭვის მიკვლევადობაზე – საქონლის მიწოდებისა და წარმოების ყველა ეტაპის მონიტორინგისა და აღწერის მეშვეობით. მომარაგებისა და მიწოდების სექტორი ბოლო პერიოდში აქტიურად ითვისებს ბლოკჩეინის პლატფორმასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს, რომელიც ძირითადად წარმოების ქსელის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული. ამავდროულად, სინგაპურიც თავისთავად ისარგებლებს Perlin – ისა და ICC – ის თანამშრომლობით, რადგან მათი პარტნიორობა ხელს შეუწყობს რეგიონის ე.წ. ტექნოლოგიური ჰაბის სტატუსის გაძლიერებას. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ Cointelegraph – ის მიხედვით, ქალაქ – სახელმწიფო (სინგაპური) აგრძელებს ბაზარზე საკუთარი თავის პოზიციონირებას როგორც – ბლოკჩეინის ტექნოლოგიებისადმი მეგობრული იურისდიქცია, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში ამ მიმართულებით განხორციელებულ ინვესტიციებზე.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/icc-to-support-blockchain-adoption-among-its-45-million-member-businesses