საინვესტიციო აპლიკაცია Invstr – ი კრიპტოვალუტის ინდექსის გამოშვებას აპირებს

Home » სიახლეები » საინვესტიციო აპლიკაცია Invstr – ი კრიპტოვალუტის ინდექსის გამოშვებას აპირებს
11/02/2019
საინვესტიციო აპლიკაცია Invstr – ი კრიპტოვალუტის ინდექსის გამოშვებას აპირებს

საინვესტიციო აპლიკაცია Invstr – მა საკუთარი პლატფორმისათვის შექმნა კრიპტოსავალუტო ინდექსი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ კრიპტოვალუტების ბაზრებსა და მათ დინამიკას. Invstr – ის კრიპტო ინდექსის მეშვეობით მომხმარებები დააკვირდებიან კრიპტოვალუტების ფასების მერყეობას და ამავდროულად შეეძლებათ ერთმანეთს შეადარონ კონკრეტული კრიპტოვალუტების წყვილები. ინდექსი ასევე გააერთანებს ციფრული აქტივების კატეგორიების ფართო სპექტრს, რაც თავის მხრივ მოიცავს აქტივებს და ციფრული მონეტების ტრანზაქციებს. აპლიკაციაში ჩართული კრიპტოვალუტები ყოველკვარტალურად იქნება განხილული, რაც აპლიკაციას საშუალებას მისცემს საკუთარ პორტფელს დაამატოს ან უცვლელეად დატოვოს ახალი და სტაბილური ციფრული ვალუტები, და პარალელურად ინდექსიდან ამოიღოს შეჩერებული ან არასტაბილური კრიპტოვალუტები. ამჟამად, აპლიკაცია მოიცავს ბიტკოინს (BTC), ლაითკოინს (LTC), ეთერიუმს (ETH), ბიტკოინ ქეშსა (BCH) და EOS – ს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ინდექსი საცალო ინვესტორებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ თუ რა გავლენა ექნება კრიპტო ინვესტიციების განხორციელებას მათსავე ფინანსურ პორტფელებზე. კომპანიის განცხადებით, დღესდღეობით გავრცელებული ინდექსები აფასებენ კრიპტოვალუტების გავლენას აქტივების კონკრეტულ კლასებზე და არა მთლიან პორტფელზე, ამიტომ ტრადიციული ინდექსები საცალო ინვესტორებისათვის არ წარმოადგენენ ანალიზისათვის გამოუსადეგარ ინდიკატორებს. შედეგად, ახალი აპლიკაცია ინვესტორებისათვის რელევანტურ იარაღს წარმოადგენს, რაც მათ საშუალებას მისცემს მოიპოვონ ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დროული ინფორმაცია.[1]


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/investing-app-invstr-launches-a-cryptocurrency-index-for-investors

© 2020 MyCoins.ge all rights reserved