სიახლე მათთვის, ვისაც სურს მოგება კრიპტოვალუტების ფასის კლების დროსაც მიიღოს

Home » სიახლეები » სიახლე მათთვის, ვისაც სურს მოგება კრიპტოვალუტების ფასის კლების დროსაც მიიღოს
27/03/2020
სიახლე მათთვის, ვისაც სურს მოგება კრიპტოვალუტების ფასის კლების დროსაც მიიღოს

კრიპტოვალუტების ფასის კლებაზე ინვესტირების მარტივი საშუალება შევქმენით. ეს არის საინვესტიციო პროდუქტი, რომლის გამოყენებით შენ მოგებას მიიღებ კრიპტოვალუტის ფასის კლების შემთხვევაში.

გაიცანი ,,ინვესტირება კლებაზე.“

პირველ რიგში, გადავწყვიტეთ ინვესტირების პროცესისთვის ორი სასარგებლო ინსტრუმენტი შემოგვეთავაზებინა:


ინტერაქტიული გრაფიკი – კიდევ ერთხელ გააანალიზე ფასის მოძრაობის დინამიკა და განაგრძე ინვესტირება ფასის სავარაუდო მიმართულების მიხედვით.


მარტივი კალკულატორი, რომლის დახმარებით შენი აზრით მოსალოდნელი ფასის მითითებით შეგიძლია გაიგო რა მოცულობის მოგების მიღებას შეძლებ შენი პროგნოზის გამართლების შემთხვევაში.


განვიხილოთ სიტუაცია, სადაც შენ გჯერა, რომ ბიტკოინის ფასი შემცირდება და 1,000 ლარის ინვესტიციას გადაწყვეტ ამ შემცირებაში. აქვე იცოდე, რომ შენი ინვესტირების განაღდებას ნებისმიერ დროს შეძლებ ან ავტომატურად განაღდდება ფასის გარკვეულ ნიშნულამდე გაზრდის შემთხვევაში.

შენი საინვესტიციო თანხა ორ ნაწილად: თანხის 80% ძირითად საინვესტიციო თანხად, 20% კი საგარანტიო თანხად იყოფა.

რა არის საინვესტიციო თანხა?

მომავალში, როცა ფასის დაკლების გამო შენ მოისურვებ ინვესტიციის მოგებით განაღდებას, (ან ავტომატური განაღდების შემთხვევაში) ჩვენ შენი ძირითადი საინვესტიციო თანხით შენთვის შესაბამის კრიპტოს, ამ შემთხვევაში ბიტკოინს ვიყიდით განაღდების მომენტში არსებული (ანუ ამ შემთხვევაში უფრო დაბალი) ფასით და მომენტალურად გამოისყიდის ამ კრიპტოვალუტას შენგან დღეს (ინვესტირების განხორციელების დროს) არსებული ფასით. ფასებს შორის ეს სხვაობა კი მოგებას მოგიტანს.

რა არის საგარანტიო თანხა?

როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ინვესტიციის განაღდება ავტომატურად შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, თუ შენ არ გამორიცხავ ინვესტიციის არსებობის პერიოდში კრიპტოვალუტის ფასის მაღალი ვოლატიურობის გამო ფასის 20%-მდე გაზრდას შემდგომში მის მკვეთრ შემცირებამდე, საგარანტიო თანხა გაზღვევს ფასის ამ შუალედში ინვესტიციის ავტომატური განაღდებისგან.

და რაც მთავარია, როგორ გამოითვლება შენი მოგება?

მარტივი რიცხვების ფონზე დავთვალოთ.

• მთლიანი საინვესტიციო თანხა: 1,000 ლარი

• ძირითადი საინვესტიციო თანხა (80%): 800 ლარი

• საგარანტიო თანხა (20%): 200 ლარი

• ინვესტიციის წამოწყების მომენტში არსებული ფასი: 200 ლარი

• ინვესტიციის განაღდების მომენტში არსებული ფასი: 150 ლარი

• ყიდვა-გაყიდვის სპრედი: 2%

(ძირითადი საინვესტიციო თანხა) x (ფასთა შორის პროცენტული სხვაობა) x [1 – (ყიდვა-გაყიდვის სპრედი)] = 800 x (200 – 150) / 200 * (1 – 0.02) = 196 ლარი, ანუ საწყის ინვესტიციაზე ამონაგები ინვესტიციის პერიოდში ამონაგები შეადგენს 19.6%-ს

© 2020 MyCoins.ge all rights reserved