MyCoins-ი გლობალური კრიპტო ივენთის – მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტი 2018 – ის ოფიციალური მედია პარტნიორია. სამიტი 21-23 სექტემბერს თბილისში ჩატარდება, რომელსაც ერთობლივად უმასპინძლებს “BITMAIN” და „BITKAN”
სულ მალე მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტი იწყება!
World Digital Mining Summit 2018!
„BITMAIN” და „BITKAN” გაერთიანდნენ, რათა დაიწყონ მაინინგის ახალი ერა
დღევნადელ გლობალურ კრიპტოვალუტის მაინინგის ინდუსტრიაში, ჩინეთის ბიტკოინ ქსელის გამოთვლის სიძლიერე წამყვან პოზიციას იკავებს, რაც მარტივად შეადგენს მთლიანი წილის ნახევარს . თუმცაღა, კრიპტოვალუტის მაინინგი თანდათანობით იპყრობს ისეთი ქვეყნების ყურადღებას, როგორიცაა: იაპონია, ვიეტნამი, რუსეთი და სხვა. ჩინეთი დგება საერთაშორისო ძალების გამოწვევების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია მაინინგისა კიდევ უფრო მწვავდება, კრიპტოვალუტის მაინინგის მომავალი მიმართულება კიდევ უფრო მერყევი ხდება. რის შედეგადაც ისმის კითხვა: სად იქნება შემდეგი მიღწევა გლობალური მაინინგის განვითარებაში?
ყველა პასუხი არის სასწრაფოდ მოძიებული, რომელიც განცხადებული იქნება კრიპტოვალუტის მაინინგის ინდუსტრიაში მყოფი ტოპ ექსპერტების მიერ.
2018 წლის 21-23 სექტემბერს , თბილისში, საქართველოში, ჩატარდება „მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტი 2018“, რომელსაც ერთობლივად უმასპინძლებს “BITMAIN” და „BITKAN”, სადაც წარმოდგენილი იქნება 1000-ზე მეტი მონაწილე 30-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის: უფროსი მაინერები, მაინინგის მოწყობილობის მწარმოებლები, მაინინგ “Pool”-ისა და “ashpower”-ის მფლობელები. გლობალური მაინინგის ინდუსტრიის უდიდესი ლიდერები, რომლებიც აყალიბებენ ინოვაციურ მიდგომებსა და ხედვას აღნიშნულ სფეროში შეიკრიბებიან ერთად რათა შეისწავლონ კრიპტოვალუტების მაინინგის განვითარება, ასევე განსაზღვრონ ის გამოწვევები და შესაძლებლობები რომელიც აღნიშნული ინდუსტრიის წინაშე დგას.
მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტი (2018) ძირითადად იწვევს კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის :
Jihan Wu, აღმასრულებელი დირექტორი, BITMAIN
Roger Ver, აღმასრულებელი დირექტორი, Bitcoin.com
Yu Fang, აღმასრულებელი დირექტორი, BITKAN
Jason Zhuang, პროექტის დირექტორი, BTC.com
Lingchao Xu, პროექტის დირექტორი, AntPool
Yuan Zhang, თანადამფუძნებელი, DEx.top
Olsen Su, ვიცე პრეზიდენტი და გლობალური მაინინგის ფერმის ხელმძღვანელი, Bitmain
Marco Streng, აღმასრულებელი დირექტორი, თანადამფუძვნებელი, Genesis Mining
Sean Walsh, აღმასრულებელი დირექტორი, HyperBlock
Batyr Hydyrov, აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძვნებელი , Uminers
Dmitry Ozersky, მმართველი პარტნიორი, Electro.Farm
თქვენ მიიღებთ სრულიად ახალ მოსაზრებებს კრიპტოვალუტის მაინინგის ინდუსტრიის შესახებ, აღნიშნული ინდუსტრიის წამყვანი მოღვაწეებისგან, ვინაიდან ისინი აწარმოებენ დისკუსიასა და ინფორმაციის ფართო მიმოცვლას კრიპტოვალუტის მაინინგის უახლესი თემების გარშემო.
I)გამოწვევები და შესაძლებლობები თანაარსებობს, ვინაიდან მილიარდდოლარიანი ბაზარი კიდევ უფრო დიდი აღმოჩენების მოლოდინშია.
კრიპტოვალუტის მაინინგის CPU, GTU და FPGU ერადან ASIC ერასკენ გადასვლით, ჩვენ გავხდით მაინინგის ჩიპური მანქანების თაობიდან თაობამდე ევოლუციის მოწმეები. კრიპტოვალუტის მოპოვების სტრატეგიული ღირებულება გასცდა ყოველგვარ ფანტაზიას და გლობალური მაინინგის კონკურენცია ოფიციალურად შევიდა ცეცხლოვან ფაზაში. თუმცა, ვინაიდან კრიპტოვალუტის ფასი განაგრძობს ფლუქტუაციას, ბაზარი ჯერ კიდევ საკმაოდ არამდგრადია და ზეწოლა გლობალური კრიპტოვალუტის მაინინგის ინდუსტრიის გამოწვევებზე კვლავ გააგრძელებს გაფართოებას/გამძაფრებას.
სტატისტიკის თანახმად, კრიპტოვალუტის მაინინგის ინდუსტრია ჩამოყალიბდა, როგორც 100 მილიარდიანი CNY ბაზარი მსოფლიოს მასშტაბით. თანდათან ჩამოყალიბდა დიდი საერთაშორისო მოთამაშეების ზრდის ტენდენცია. არის თუ არა ეს ურთიერთმომგებიანი სიტუაცია? ეს გახლავთ მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი გლობალური კრიპტოვალუტის მაინინგის ინდუსტრიისთვის და აგრეთვე წარმოადგენს მაინერებს შორის თანამშრომლობის ხელსაყრელ შესაძლებლობას.
II)ძლიერი კომუნიკაცია და ინფორმაციის მიმოცვლა წარმოადგენს გლობალური მაინინგის ინდუსტრიის წინსვლის მნიშვნელოვან ძალას
მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტი 2018 თავს მოუყრის მაინინგის დიდ ელიტას, მისი ორგანიზატორების ინდუსტრიაში გავლენისა და მიმზიდველობის წყალობით. 2013 წელს დაფუძნებული “Bitmain” არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია, რომელიც აწარმოებს ბიტკოინის მაინინგის მოწყობილობებს, დამკვეთზე მორგებულ ჩიპებს და მაინინგის ოპერატიულ პულებს. 2018 წლის აგვისტოში, Bitmain-მა IPO-მდე მოახერხა 1 მილიარდი დოლარის მოზიდვა და ამერიკულ ბაზარზე მისი გაფართოების ფარგლებში გეგმავს ააშენოს 500 მილიონი დოლარით ბლოკჩეინ მონაცემთა ცენტრი და მაინინგის ნაგებობა ტეხასში. მეორე თანაორგანიზატორია “Bitkan” – ერთ-ერთი მსოფლიო წამყვანი პროვაიდერი ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების სერვისებისა. 2012 წლიდან BitKan უზრუნველყოფს ინდუსტრიის მომხმარებლებისთვის აღნიშნული სფეროს შესახებ სტაბილური ინფორმაციის მიწოდებას, მაინინგის მონიტორინგს, საფულის მომსახურებებს და სხვა ფუნქციებს, მილიონობით გლობალური მომხმარებლებით. ახალი ფუნქცია “K Site” არის ბლოკჩეინის ვერტიკალური და აერთიანებს ციფრული აქტივების ინდუსტრიით დაინტერესებულ საზოგადოებას. დღეისთვის, ის ჩამოყალიბდა თანასწორ და თავისუფალ ვერტიკალურ საზოგადოებრივ კონტენტ პლატფორმად ციფრული ვალუტების ირგვლივ, რომელიც მჭიდრო კავშირშია BitKan- ის გლობალურ ბრენდსა და გავლენასთან.
აღსანიშნავია, რომ ეს სამიტი (მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტი 2018) ტარდება საქართველოს დედაქალაქში, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრსა და უდიდეს ქალაქ – თბილისში. როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველო იქცა ბიტკონისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენების რეგიონალურ ლიდერად, ხოლო მსოფლიოში პირველი კრიპტოსავალუტო ტერმინალი დაიბადა თბილისში, რაც აძლევს ლარს (საქართველოს იურიდიული ტენდერი) შესაძლებლობას, გადაიცვალოს Bitcoin-სა და Litecoin-ში. მრავალი ინდუსტრიის ერთობლივი ძალისხმევით, გლობალური მაინინგის ეს სამიტი, რასაკვირველია, სრულიად ახალ ნაპერწკალს შესძენს არსებულ გარემოს.
ბაზარზე არსებობს პროგნოზები, რომ ინოვაცია და კონკურენცია მაინინგის ინდუსტრიაში კიდევ უფრო გაღვივდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე „მაკრო“ დონის მხარდაჭერასთან ერთად, ამ ინდუსტრიაში მრავალი მომავალი ტალანტი მუდმივად ყალიბდება და ვითარდება. გლობალური მაინინგის ინდუსტრიას სჭირდება ინტეგრირება და განვითარება. მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტი 2018 გრძელდება 3 დღის განმავლობაში და მოხდება არსებული ხედვების დამსწრე საზოგადოებისთვის გაზიარება. გარდა მაინინგის ინდუსტრიაში მიმდინარე სიტუაციის განხილვისა, დარგის ლიდერები და ექსპერტები განიხილავენ ახალი გარღვევების მიღწევის გზებსა და ინდუსტრიის პერსპექტივებს.
მეტი ინფორმაციისთვის, მოძებეთ „მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტი 2018“ გუგლში ან დააკლიკეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს.
სამიტის სახელი: მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტი 2018
სამიტის დრო: სექტემბერი 21-23, 2018
სამიტის ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამიტის ოფიციალური ვებგვერდი: https://www.miningconf.org/?=mycoins