ტოპ ინვესტორები ბიტკოინის ფასის $50 ათასამდე ზრდას ელიან

Home » სიახლეები » ტოპ ინვესტორები ბიტკოინის ფასის $50 ათასამდე ზრდას ელიან
19/06/2020
ტოპ ინვესტორები ბიტკოინის ფასის $50 ათასამდე ზრდას ელიან

ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი ინვესტორები და ცნობილი ანალიტიკოსები თვლიან, რომ ბიტკოინის ფასი $50 ათასი გახდება, მისი ბაზრის კაპიტალიზაცია კი $1 ტრილიონს მიაღწევს.

მილიარდერი ინვესტორები, მათ შორის Winkvoss ტყუპები, მსგავს პროგნოზს 2019 წლიდან აკეთებდნენ იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოოდ ბიტკოინი განიხილებოდა როგორც ოქროს ახალი კონკურენტი.

რეალურად ოქრო უნივერსალური ფასეულობაა, რომელსაც ინვესტორები, როგორც წესი, მიმართავენ გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობებისა და ფინანსური არეულობების დროს.

ბიტკოინის, როგორც ფასეულობის აღქმა და ინფლაციისგან დაცვის არსებული მექანიზმი მის ინსტიტუციონალურ მიღებას უწყობს ხელს, რაც ნელ-ნელა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება BTC თანაარსებობდეს ოქროსთან.

Winksvoss ტყუპები, რომლებიც მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოს ფლობენ, აცხადებენ, რომ ხალხისთვის უფრო კომფორტული ხდება ბიტკოინი და ციფრული ფულისადმი მათი ნდობაც უფრო მყარდება.

“რეალურად, ბიტკოინი ოქროს მსგავსად ფასეული აქტივია, თუმცა სანამ მისი კაპიტალიზაციაც $7 ტრილიონს არ მიაღწევს, ნაკლებად მიმზიდველ აქტივად განიხილება. ვფიქრობთ, რომ ადამიანები ნელ-ნელა მიხვდებიან მის მნიშვნელობას და იმასაც, რომ ოქროსთან შედარებით ბიტკოინს უფრო კარგი თვისებები აქვს. ამასთანავე, რაც უფრო დიდხანს არის ბიტკოინი ბაზარზე, უფრო მეტად აფასებენ მას და რეალურად, ბაზარზე ის აუცილებლად დარჩება. ეს კი უფრო გაზრდის მის მიმართ ნდობას”- აღნიშნეს ძმებმა.

2018 წლის მეოთხე კვარტალიდან კრიპტოვალუტის ბაზარზე ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, რამაც გამოიწვია საყოველთაო მოთხოვნის ზრდა, როგორც საცალო ინვესტორების, ისე ინსტიტუტების მხრიდან.

გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ბოტკოინის ზრდის მიმართულებას განსაზღვრავს მომავალი წლების განმავლობაში არის სწორედ ის, განვითარდება თუ არა ინდუსტრიის ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპით თუ პირიქით, დაიწყებს სტაგნაციას.

Forbes-ის თქმით, ამ ეტაპზე ცნობილი ინვესტორები ბიტკოინის ბაზრის მნიშვნელოვან განვითარებას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ელიან.

მეტი: https://bit.ly/2YVYOlY

© 2020 MyCoins.ge all rights reserved