ჩინეთის სახალხო ბანკი (PBoC) ახალი ციფრული ვალუტის ტესტირების დაწყებას შენზენში გეგმავს, რომლის ოფიციალური პარტნიორები ჰუავეი და ჩინეთის კომერციული ბანკები იქნებიან.
ქვეყნის საპილოტე კრიპტოვალუტის სახელი DCEP იქნება, რომლის ტექსტირების პროცესში ჯერ მხოლოდ 4 ბანკია ჩართული, თუმცა მოსალოდნელია, რომ პროექტის ტესტირების პროცესს სხვა საშუალო ზომის ბანკებიც შეუერთდებიან.
მოცემულ პროექტს ქვეყნის უმსხვილესი ტელეკომუნიკაციის კომპანიები, China Mobile, China Telecom და China Unicom-იც შეუერთდნენ, რომელთა როლი მოცემულ პროექტში სპეციალური wallet app-ის შექმნაა.
ჰუავეი მოცემული პროექტის სტრატეგიული პარტნიორი ნოემბრის დასაწყისში გახდა და პროექტს მხარს უჭერს ტექნოლოგიური გამოკვლევების განხორციელებით.
ჩინეთის სახალხო ბანკის წარმომადგენლის, Fan Yifei-ის განცხადებით ეს პროექტი უკვე შედგა და მალე ფართო მასშტაბებს მოიცავს, რის საშუალებასაც რეალურად, ჩინეთის მსხვილი პოპულაცია უწყობს ხელს.
2020 წელს პროექტის ტესტირება ისეთ ინდუსტრიებში აიღებს სათავეს, როგორიც ტრანსპორტი, განათლება, ჯანმრთელობა და ელექტრონული ვაჭრობაა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი აღნიშნულ პროექტზე 5-6 წელია მუშაობს, PBoC კი პირველი ცენტრალური ბანკია, რომელსაც საკუთარი კრიპტოვალუტა ექნება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ჩინეთის ნაბიჯებს და 2020 წლის დასაწყისში საფრანგეთის ბანკიც, Banque de France დაიწყებს საკუთარი ციფრული ფულის ტესტირებას.
საინტერესოა, კიდევ რომელი ქვეყნები გაყვებიან ამ ტენდენციას?
წყარო: https://myc.ge/2qSmPNI