ციურიხში $134 მილიონად შეფასებული შენობა კრიპტოვალუტებში გაიყიდა

Home » სიახლეები » ციურიხში $134 მილიონად შეფასებული შენობა კრიპტოვალუტებში გაიყიდა
23/01/2020
ციურიხში $134 მილიონად შეფასებული შენობა კრიპტოვალუტებში გაიყიდა

გასულ კვირას, BrickMark-მა, ციურიხის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიამ, მსოფლიოს ერთ-ერთი ექსკლუზიური და პრესტიჟული ადგილის, Bahnhofstrasse 52-ის, უმეტესი ნაწილი კრიპტოვალუტებით იყიდა RFR Holding-ისგან.

საინტერესოა, რომ ეს შესყიდვა ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ყველაზე მსხვილ ტრანზაქციად შევიდა უძრავი ქონების გარიგებების ისტორიაში

❝ ჩვენ ვთვლით, რომ ციფრული ფინანსური ინსტრუმენტები დიდ მნიშვნელობას მოიპოვებენ უძრავი ქონების სექტორში. მიმდინარე გარიგებას კი შეიძლება მისი მოცულობიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი ეფექტი ჰქონდეს ამ პროცესზე.

– განაცხადა RFR Holding-ის დირექტორმა

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გარიგებები უძრავი ქონების სექტორში კრიპტოვალუტით განახორციელეს.

მაგ. ჩინეთის ბიტკოინის მიმღებმა კომპანიამ გაიღო ციფრული ვალუტის 500 ერთეული, 2018 წელს სან-ფრანცისკოს სასახლის შესაძენად. ასევე, Bloody Bay Company საშუალებას იძლევა St. Vincent and the Grenadines-ში 13 ჰექტარი მიწის ნაკვეთისთვის ბიტკოინები მიიღოს.

შეიძლება უძრავი ქონების ბიზნესში ზოგი მაინც დარჩეს სკეპტიკური დამოკიდებულებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიისადმი, თუმცა ფაქტია, რომ კომპანიები ამ მხრივ მსხვილი გარიგებების წარმოებას არ ერიდებიან.

საინტერესოა, რამდენ ხანს დარჩება ეს გარიგება ყველაზე მსხვილ ტრანზაქციად.

გაინტერესებს, კიდევ რისი შეძენა შეიძლება კრიპტოვალუტებით?

წყარო: http://bit.ly/36mZn9Q

© 2020 MyCoins.ge all rights reserved