რიპლი (XRP) არ ნებდება! რამ გამოიწვია კრიპტოვალუტის ფასის ზრდა?

Home » რიპლი » რიპლი (XRP) არ ნებდება! რამ გამოიწვია კრიპტოვალუტის ფასის ზრდა?
05/02/2020
რიპლი (XRP) არ ნებდება! რამ გამოიწვია კრიპტოვალუტის ფასის ზრდა?

რიპლმა დღე საინტერესოდ დაიწყო და ფასის 11%-მდე ზრდის შემდეგ, მისი ამჟამინდელი ღირებულება $0.2781-ია.

ანალიტიკოსების აზრით, ის ხარული ტრენდის გავლენას განიცდის და მისი შემდეგი სამიზნე $0.3000-ია.

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ, International Money Express, Inc.-მა ფულადი გზავნილების მომსახურების კომპანიამ, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ლათინო ამერიკისა და კარიბის დერეფანზე, რიპლთან პარტნიორობის შესახებ განცხადება გააკეთა.

ამავდროულად, Ripple-ისთვის ფონდების მოძიებისა და მის განვითარებაზე ორიენტირებულმა გაერთიანებამ, Xpring-მა, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით არსებულ ახალ გეგმებზე ისაუბრა.

,,დღეს ჩვენ ფოკუსირებული ვართ ისეთი კონტენტის შექმნაზე, რაც დეველოპერებს გაუადვილებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და ციფრულ აქტივებზე წვდომას, ესენია: ტექნიკური დოკუმენტაცია, გაკვეთილები, ვიდეო დემოები, ასევე სიახლეები ჩვენს ბლოგზე და უკვე ფორუმზეც. ” – განაცხადა Xpring-ის პროდუქტების განვითარების მენეჯერმა, Warren Paul Anderson-მა.

Xpring ასევე შეხვედრების, კონფერენციებისა და ჰაკათონების კუთხითაც აპირებს გააქტიურებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკემბერში Xpring-მა წამოიწყო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაკრები (SDK), რომელიც დაეხმარება დეველოპერებს რიპლზე (XRP) დაფუძნებული გადასახადების მათ პროდუქტებში ინტეგრირებაში.

Xpring-მა ასევე გამოყო 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების XRP, რომელიც მოხმარდება კრიპტოზე და ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ბიზნესების დაფინანსებას.

საინტერესოა, რა არის რიპლის ფასის ზრდის გამომწვევი მიზეზი რეალურად და როგორ შეიცვლება მისი მდგომარეობა ბაზარზე მომდევნო დღეების განმავლობაში?

გადახედე ფასებს მაიქოინსზე და შენს პროგნოზებზე დაყრდნობით მიიღე შესაბამისი გადაწყვეტილება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved