20 თებერვლის რიპლის ფასის ანალიზი: რიპლმა ზრდის ტემპი გაზარდა

Home » კრიპტორჩევები » 20 თებერვლის რიპლის ფასის ანალიზი: რიპლმა ზრდის ტემპი გაზარდა
22/02/2019
20 თებერვლის რიპლის ფასის ანალიზი: რიპლმა ზრდის ტემპი გაზარდა

წინა კვირაში შემოგთავაზეთ სტატია ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების ტექნიკურ ანალიზზე დამწყებთათვის. ქვემოთ გთავაზობთ უკვე კონკრეტულად რიპლის უახლეს ტექნიკურ ანალიზს.

კრიპტო ბაზრების ბოლო მონაცემებით რიპლის ფასი 0.34 დოლარს ორჯერ გასცდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. ფასმა გასაოცარი 8.5%-იანი ზრდა აჩვენა.

კრიპტო ანალიტიკოსის, იაზ შეიხის განცხადებით, რიპლის ფასის ზრდა ბიტკოინის ფასის სწრაფი ზრდითაა გამოწვეული. მისი თქმით ბიტკოინისა და რიპლის ფასი ერთმანეთთან პირდაპირ კორელაციაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის არსებული გაცვლითი კურსი სტაბილურია. სწორედ ამ სტაბილურობის შესანარჩუნებლად რიპლმა ბიტკოინისავით განიცადა ზრდა.

რიპლი დღემდე რჩება რიგით მესამე კრიპტო ვალუტად. მისი კაპიტალიზაცია დღეს 13.7 მილიარდი დოლარია.

წყარო: https://myc.ge/2U3E87U

© 2018 MyCoins.ge all rights reserved