XRP-ის ფასი შეიძლება 50 პროცენტით გაიზარდოს

Home » ბლოგი » XRP-ის ფასი შეიძლება 50 პროცენტით გაიზარდოს
04/10/2022
XRP-ის ფასი შეიძლება 50 პროცენტით გაიზარდოს

იმ ფონზე, როცა რიპლს აშშ-ის SEC-თან (ფასიანი ქაღალდების და ვალუტების გაცვლის კომისია) სასამართლოს მოგების რეალური შანსი აქვს, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რიპლის მონეტა XRP-ის ფასი დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება.

29 სექტემბერს, მოსამართლე ანალაიზა ტორესმა კომისიას დაავალა, სასამართლოს წარუდგინოს SEC-ის კორპორაციული ფინანსების დივიზიონის ყოფილი დირექტორის, უილიამ ჰინმენის მიერ ხელმოწერილი საბუთები. „რიპლის“ განცხადებით, მათში ჰინმენი წერს იმაზე, რომ ეთერიუმის ბლოკჩეინის მონეტა ეთერი (ETH) არ არის ფასიანი ქაღალდი. ჰინმენმა იგივე აზრი ორი წლით ადრეც, „იაჰუ ფაინენსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე განაცხადა, რომელიც 2018 წლის ივნისში გაიმართა.

საქმე ისაა, რომ ამ გარემოებას, „რიპლის“ დაცვა გამოიყენებს იმის დასამტკიცებლად, რომ კომპანიის მონეტა XRP, ეთერიუმის მსგავსად, არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ფასიანი ქაღალდი. SEC-ის მიერ აღძრული სარჩელი კი, რომელიც სასამართლოში 2020 წლის დეკემბერში შევიდა, სწორედ იმას ამტკიცებს, რომ XRP ფასიანი ქაღალდია და რიპლი თავისი საქმიანობისას, ფასიანი ქაღალდების კანონს არღვევს.

ამ საქმის გამო, XRP ბევრი სავაჭრო პლატფორმიდან ამოიღეს. ამას მოჰყვა ის, რომ შარშანდელი აღმავალი ტრენდი მის ფასზე პრაქტიკულად არ ასახულა. შესაბამისად, ზარალში არიან ის ინვესტორები, რომლებსაც საკუთარი ფინანსები და ბიზნესები რიპლთან და მის მონეტასთან აქვთ დაკავშირებული.

ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ გაჭიანურებული სასამრთლო გარჩევების გამო, XRP-ს ფასი მის რეალურ ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ამ ყველაფრის ფონზე, როგორც კი მოსამართლე ტორესმა SEC-ს ზემოთ ნახსენები საბუთების წარდგენა მოსთხოვა, XRP-ს ფასი დაახლოებით 20 პროცენტით გაიზარდა.

ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით, რიპლს ერთი ძლიერი გარღვევა სჭირდება იმისთვის, რომ 50-პროცენტიანი ზრდა დააფიქსიროს. ამჟამად XRP-ს ფასი ახლოსაა მრავალწლიან დაღმავალ ტრენდულ ხაზთან, რომელიც ფიბონაჩის ხაზს თითქმის ემთხვევა. ამ ორი წინააღმდეგობის გადალახვის შემთხვევაში, მონეტა ძლიერ ბიძგს მიიღებს, რასაც 50-პროცენტიანი ზრდის გამოწვევა შეუძლია. უფრო მეტიც, ამ გარღვევას ყველა შანსი აქვს იმისა, რომ ხანგრძლივ ტრენდად ჩამოყალიბდეს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved