“შესაძლოა ამ ჰალვინგს ბიტკოინი გაუფასურებული შეხვდეს” – არტურ ჰეიესი

Home » ბიტკოინი » “შესაძლოა ამ ჰალვინგს ბიტკოინი გაუფასურებული შეხვდეს” – არტურ ჰეიესი
12/04/2024
“შესაძლოა ამ ჰალვინგს ბიტკოინი გაუფასურებული შეხვდეს” – არტურ ჰეიესი

კრიპტო ბირჟა BitMEX-ის დამაარსებელი და ყოფილი CEO, არტურ ჰეისი თავის დაკვირვებას გვიზიარებს და ამბობს, რომ ჰალვინგის პერიოდს ამერიკული საშემოსავლო გადასახადების დაფარვის დღე ემთხვევა. ჰეიესის აზრით, 15 აპრილის დედლანი კრიპტოში სწრაფ ლიკვიდაციებს გამოიწვევს და შედეგები ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ციფრულ აქტივზეც აისახება. მეტიც, ჰეიესმა გადაწყვიტა, რომ მაისამდე კრიპტო-ვაჭრობისგან (ტრეიდინგისგან) თავი შეიკავოს და მისი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ 15 აპრილით გამოწვეული ბიტკოინის მფლობელების ქცევა და ფედერალური რეზერვის “ქამრების მოჭერის” პოლიტიკა დაასახელა.

თუმცა, ჰეიესის ბლოგპოსტში მთავარი დაკვირვება: “ჰალვინგისას ბულ-განწობების მითი იმდენად მყარადაა უკვე ჩანერგილი, რომ კორექციისთვის ფართო ადგილი რჩება”. ზოგადად, კრიპტოში კორექციად ფასის მინიმუმ 10%-იანი ვარდნა მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ კრიპტო სამყარო ბიტკოინის ჰალვინგს 20 აპრილისთვის ელის. ბიტკოინის არსებობის ისტორიაში ყველა ჰალვინგის შემდეგ აქტივის ფასი და ბაზრის აქტიურობა იზრდება. წელს თითო მოპოვებულ ბლოკზე გაცემის რაოდენობა 6,25 BTC-დან 3,125 BTC-მდე ჩამოვა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved