"უხილავი" ინდუსტრიული რევოლუცია: ბლოკჩეინი – ტექნოლოგია ბიტკოინის მიღმა, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მიმდინარეობა 21-ე საუკუნეში

Home » არაკატეგორიზირებული » "უხილავი" ინდუსტრიული რევოლუცია: ბლოკჩეინი – ტექნოლოგია ბიტკოინის მიღმა, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მიმდინარეობა 21-ე საუკუნეში
17/10/2016
"უხილავი" ინდუსტრიული რევოლუცია:   ბლოკჩეინი – ტექნოლოგია ბიტკოინის მიღმა,  მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მიმდინარეობა 21-ე საუკუნეში

“მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება არის ის, რომ ის არ ცვლის რას ვაკეთებთ, არამედ ცვლის ჩვენს ხედვას”
კლაუს შვაბი (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის(WEF) დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავჯდომარე)
ბლოკჩეინი, რომელიც წარმოადგენს ტექნოლოგიას ელექტრონული ფულის – Bitcoin-ის მიღმა თანდათან ხდება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის სიმბოლო. ორთქლის ძრავის, ელექტროენერგიის და კომპიუტერული ტექნოლოგიების შემდეგ ბლოკჩეინს უკვე მიიჩნევენ საშუალებად, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის მასშტაბურ ციფრულ ტრანსფორმაციასთან ასოცირდება.
თუმცა რა არის ბლოკჩეინი? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.
ანალოგიად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ფინანსური დირექტორის საბუღალტრო წიგნი/ რეგისტრი, რომელიც მუდამ განახლებულია და შეიცავს ყველა ჩანაწერს – ვინ რას ფლობს და ვინ ვის რა გადაუგზავნა. სიტყვა “რა” კი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც აღირიცხება მაგალითად: ფიზიკური აქტივი – ბრილიანტები (კომპანია Everledger იყენებს ბლოკჩეინს ასეულ ათასობით ბრილიანტის წყაროს სერთიფიცირებისთვის), ელექტრონული ფული, ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციები, დერივატივები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები.
ბლოკჩეინის ეფექტური ნაწილი არის განაწილებული მონაცემთა ბაზა, რომელიც განსხვავებით ფინანსური დირექტორისა, ვისაც გააჩნია “სიმართლის ერთი ვერსია”, განთავსებულია ბლოკჩეინის ქსელის მონაწილეების (რომლებსაც უწოდებენ – “miners”) კომპიუტერებზე და ისინი მუდმივად ანახლებენ მონაცემებს. ეს პროცესი ახდენს საბუღალტრო წიგნის ხელშეუხებლობის იზოლაციას კიბერთავდასხმისგან და სხვადასხვა კერძო ინტერესების კონტროლისგან.
მიუხედავად ამისა, ბლოკჩეინის ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, რაც მნიშვნელოვან დაბრკოლებებს უქმნის მის მასობრივ კომერციალიზაციას. კიდევ ერთი პრობლემა არის საერთო სტანდარტების არ ქონა და ქსელის ზრდა.
ბიტკოინის სისტემაში, თითოეული პიროვნების მიერ განხორციელებული ტრანზაქცია უნდა იყოს აღრიცხული და არცერთ პირს არ უნდა შეეძლოს ციფრული ვალუტის კონკრეტული ოდენობის ორჯერ დახარჯვა, სწორედ ამ პროცესის მართვას და შემოწმებას ეწოდება “mining”. Miner-ები კი, რომლებიც ამ პროცესს უზრუნველყოფენ, იღებენ ახლად შექმნილ ბიტკოინებს და მათ მიერ შემოწმებული ტრანზაქციის საკომისიოს.
აღსანიშნავია, რომ დღეს თითოეული ტრანზაქციის გადამოწმება და ახალი ბიტკოინის შექმნა საჭიროებს უფრო მეტ კომპიუტერულ სიმძლავრეს და შესაბამისად ელექტროენერგიას ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ეს ტრენდი, ზრდადია და ბიტკოინის საბოლოო ერთეულის შექმნამდე უფრო მეტი რესურსი იქნება საჭირო miner-ების მხრიდან, ამიტომ ელექტროენერგიის მოხმარება საკმაოდ სწრაფად იზრდება “mining” ფერმებში. რამდენიმე კვლევის მიხედვით 2020 წლისთვის მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ქსელის ელექტროენერგიის მოხმარება გაუტოლდება დანიის წლიური მოხმარების მოცულობას.
ბლოკჩეინის ტექნოლოგია დაფუძნებულია შუამავლების გაქრობის იდეაზე, რაც ცხადია Uber-ის, Airbnb-ის და TaskRabbit-ის ცენტრალიზებული ბიზნეს მოდელების მქონე ინტერნეტ პლატფორმებს მნიშვნელოვნად შეცვლის.
როგორც ბიტკოინის ძირითადი დეველოპერები და ევანგელისტები ამბობენ ბიტკოინის ინფრასტრუქტურას სჭირდება სამი რამ: გაცვლა (ბირჟა), რათა მოხდეს სხვა ვალუტების ღირებულების გადადინება ციფრულ ვალუტაში, გადახდების წარმოება, რაც თავის მხრივ ზრდის ბიტკოინის ნდობას და ბიტკოინის საფულეები.

   Bitcoins002 მიუხედავად ფინანსური სერვისების ინდუსტრიის გულგრილი  დამოკიდებულებისა ბიტკოინის  მიმართ, მსოფლიოს უმსხვილესი  საინვესტიციო ბანკები და კორპორაციები დაინტერესებულნი არიან  ბლოკჩეინის ტექნოლოგიით. ძირითადი მიზეზი კი ამ ტექნოლოგიის  მიერ ტრანზაქციების ხარჯის  რადიკალურად შემცირების  პერსპექტივაა. სწორედ ამიტომ 2015 წლიდან დაიწყო კონსორციუმი,  რომელსაც უძღვება კომპანია R3  და მისი მიზანია ბლოკჩეინის  ტექნოლოგიის გამოყენების კვლევა/განვითარება. ამ  კონსორციუმს  უკვე  შეუერთდა წამყვანი კორპორაციები,  როგორებიცაა: Goldman  Sachs, JP. Morgan, UBS, Credit Suisse, Barclays, BBVA, Bank of America, Citi  Group,  Deutsche Bank, HSBC, Morgan Stanley, Societe Generale, Wells Fargo და სხვა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში ბლოკჩეინმა და ბიტკოინმა საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო, თუმცა ტექნოლოგიის სიახლის და გამოუცდელობის გამო ჯერ კიდევ ნელ ტემპში ხდება მისი მიღება.
თუმცა, როგორც ტექნოლოგიების ისტორია გვაჩვენებს, ადამიანები ახალი ტექნოლოგიის გავლენას და ღირებულებას გადამეტებულად აღვიქვამთ მოკლე პერიოდში, და პირიქით, ვერ ვაფასებთ მათ მასშტაბურ ეფექტს გრძელ პერიოდში.
©  Bitcoin.com / TheLawyer.com

© 2020 MyCoins.ge all rights reserved