Top კრიპტოვალუტები 2021 წელს – ბიტკოინ ქეში (BCH)

Home » ბიტკოინ ქეში » Top კრიპტოვალუტები 2021 წელს – ბიტკოინ ქეში (BCH)
21/04/2021
Top კრიპტოვალუტები 2021 წელს – ბიტკოინ ქეში (BCH)

2017 წელს ბიტკოინის (BTC) Blockchain-ის ჩაშლიდან მოყოლებული, მას გვერდს ბიტკოინ ქეში (BCH) უმშვენებს, რომელმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ბევრი კრიპტომოყვარულის ყურადღება მიიპყრო.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

ბიტკოინ ქეშის (BCH) მხარდამჭერები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, თუ როგორ გაითავისა ბიტკოინმა (BTC) ისეთი დეტალები, როგორებიცაა “Lightning Network” და „SegWit2x“, რომლებიც კრიპტომოყვარულთა აზრით, სრულიად ცდება ბიტკოინის (BTC) თავდაპირველ გზას – სწორედ ამიტომაც, მათი სიმპათია ბიტკოინ ქეშისკენ (BCH) არის მეტად მიმართული.

2021 წლის დაწყება სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად, ბიტკოინ ქეშისთვისაც (BCH) საკმაოდ კარგი გამოდგა. მარკეტზე მე-9 ადგილზე მყოფი კრიპტო, წლის დაწყებასთან ერთად, 216%-ით გაიზარდა და საწყისი ღირებულებიდან, $341-დან, მის წლის უმაღლეს ნიშნულზე – $1,103-ზე აპრილის თვეში ავიდა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც ბიტკოინ ქეშს (BCH) გააჩნია არის გაცილებით პატარა ტრანზაქციის საკომისიო და ბიტკოინთან (BTC) შედარებით ნაკლები ღირებულება, რაც მასში ინვესტიციას გაცილებით ხელმისაწვდომს ხდის.

კრიპტომოყვარულთა აზრით, ბიტკოინ ქეში (BCH) საკმაოდ საინტერესო კრიპტოვალუტაა, რომელსაც კიდევ უკეთესი 2021 წელი ელოდება წინ.

შენ რას ფიქრობ, როგორი მომავალი აქვს ბიტკოინ ქეშს (BCH)?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved