ჩინეთი ბიტკოინის (BTC) განულებაზე გვაფრთხილებს, ბრიტანეთი ოპტიმისტია

Home » ბიტკოინი » ჩინეთი ბიტკოინის (BTC) განულებაზე გვაფრთხილებს, ბრიტანეთი ოპტიმისტია
23/06/2022
ჩინეთი ბიტკოინის (BTC) განულებაზე გვაფრთხილებს, ბრიტანეთი ოპტიმისტია

კრიპტო ბაზრის დაღმავალ ტრენდზე დაყრდნობით, ჩინეთის მთავრობა კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი შესაძლოა, ნულამდე დაეცეს.

გამოცემა „საუთ ჩაინა მორნინგ პოსტმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის ეროვნულმა მედია სააგენტო“ ეკონომიკ დეილიმ“, ქვეყნის მოქალაქეებს, კრიპტო ვალუტებთან დაკავშირებით, სიფრთხილისკენ მოუწოდა. სააგენტო ირწმუნება, რომ დასავლეთმა შექმნა ბაზრის ახალი ტიპი, რომელიც „ფსევდო ტექნოლოგიური კონცეპტებით, სრულად მანიპულირებას ექვემდებარება“. სააგენტოს მტკიცებით, სწორედ ეს იწვევს ბიტკოინის (BTC) ფასის ძლიერ რყევებს.

„ბიტკოინი (BTC) სხვა არაფერია, თუ არა ციფრული კოდების მიმდევრობა. ის მოგებას იძლევა, როცა დაბალ ფასში ყიდულობ და მაღალში ყიდი. მომავალში, როდესაც ინვესტორების თავდაჯერება ჩამოიშლება, ან როდესაც ქვეყნები ბიტკოინს (BTC) არალეგალურად გამოაცხადებენ, მისი ფასი საწყის დონეს დაუბრუნდება, ანუ გაუფასურდება“, – წერს სააგენტო.

ჩინეთის მთავრობამ ბიტკოინის (BTC) მაინინგი შარშან ივლისში აკრძალა, თავად კი გამალებით მუშაობს ციფრული იუანის შემუშავებასა და დამკვიდრებაზე. სექტემბერში ქვეყანაში ყველა ციფრული ვალუტით ტრანზაქციები აიკრძალა. უფრო ადრე, 2018 წელს, ჩინეთის საზღვრებში, კრიპტო ვალუტების გამცვლელი ყველა უცხოური პლატფორმის მუშაობა აიკრძალა.

ფასების ვარდნას, კრიპტო ბაზარზე მომუშავე ანალიტიკოსებიც ვარაუდობენ. ანალიტიკურ კომპანია „დემარკ ანალიტიკსის“ დამაარსებელი ტომ დემარკი ამბობს, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი თავისი პიკის (69 ათასი დოლარი) 50-პროცენტიან ზღვარს ჩამოსცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკურ ფასზე დაბრუნებას, შეიძლება წლები დასჭირდეს. იმავდროულად, დემარკი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, უახლოეს თვეებში, ბიტკოინის (BTC) ფასი 40-45 ათას დოლარიან დონეს დაუბრუნდეს.

ჩინეთის მთავრობისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ინგლისის ბანკს (BOE). მისი მმართველის მოადგილე ჯონ კანლიფი ბლუმბერგთან საუბრისას ამბობს, რომ კრიპტო ბაზარზე მომუშავე ის კომპანიები, რომლებიც ამჟამინდელ დაღმავალ ტრენდს გაუძლებენ, სიტუაციის გამოსწორების შემდეგ, ინდუსტრიაში „დომინანტი მოთამაშეები“ გახდებიან.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved