Apple ბიზნეს დეველოპმენტის მხრივ, კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში გამოცდილ ექსპერტს ეძებს, “ალტერნატიული გადახდების” პროგრამის გზის შესაქმნელად.
ოთხშაბათს, Apple-მა განაცხადა, რომ კანდიდატს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს „ალტერნატიული გადახდების“ სფეროში, როგორიცაა ციფრული საფულე, BNPL (Buy now pay later), სწრაფი გადახდები, კრიპტოვალუტა და ა.შ.
Apple დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა მყარ კავშირს გადახდების სისტემასთან, განსაკუთრებით კი საკუთარი App Store-ში. რომელიც არასდროს იღებდა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორებას და მომხმარებელს ყოველთვის Apple-ს კომერციული, სტანდარტული გზებით გადახდისკენ უბიძგებდა. მაგრამ დღეს, შესაძლოა ეს შეიცვალოს და მათ უკვე კრიპტოვალუტებით გადახდები მიიღონ, რაც ექსპერტების აზრით, ძალიან დიდი სტიმული იქნება კრიპტოვალუტების ფასის ზრდისთვის.
ჯერ-ჯერობით, Apple-ს არ განუცხადებია თუ რომელი კრიპტოვალუტებით გადახდის დამატებას გეგმავს, ან საერთოდ რა პერიოდში შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი.
ექსპერტების აზრით, მსგავსი გლობალური კომპანიის მხარდაჭერა, როგორიც არის Apple, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება კრიპტოსამყაროსთვის. ამგვარი მსოფლიო დონის კომპანიების მხარდაჭერა არის სწორედ ის მიზეზი, რამაც მარკეტზე მიმდინარე ფასების ვარდნა შესაძლოა შეწყვიტოს და კვლავ დაიწყონ კრიპტოვალუტებმა ახალი რეკორდების დამყარება.
შენ რას ფიქრობ, რომელი კრიპტოვალუტით გადახდა შეიძლება დაამატოს Apple-მა?