Dogecoin-ის დაფინანსებულმა მთვარის მისია “Doge-1”-მა ერთი ნაბიჯით წინ წაიწია

Home » სიახლეები » Dogecoin-ის დაფინანსებულმა მთვარის მისია “Doge-1”-მა ერთი ნაბიჯით წინ წაიწია
01/12/2023
Dogecoin-ის დაფინანსებულმა მთვარის მისია “Doge-1”-მა ერთი ნაბიჯით წინ წაიწია

Dogecoin-ის სატელიტი პირველად ილონ მასკმა, 2021 წელს დააანონსა, თუმცა, DOGE-1-ის გაშვება ბევრჯერ გადაიდო. ამჯერად, სატელიტის სავარაუდო გაშვების თარიღად 2024 წლის იანვარი შეირჩა. სატელიტზე Geometric Energy Corporation მუშაობს და მისმა CEO-მ, სამუელ რიდმა, X-ზე დაადასტურა, რომ ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შესაბამისი ლიცენზია უკვე გასცა. ასაღებია კიდევ ერთი, FCC ნებართვა, თუმცა მის მოპოვებაში DOGE-1-ზე მომუშავე სპეციალისტები დარწმუნებულები არიან.

DOGE-1 კუბის ფორმის, ეკრაინიანი სატელიტი იქნება, რომელიც მთვარის გარშემო იმოძრავებს და ვიდეოებს, იმიჯებსა და ლოგოებს “გაუშვებს”. სატელიტი დედამიწაზეც იმაუწყებლებს. DOGE-1 პირველი სატელიტია, რომლის შექმნისა და გაშვების ღირებულება Dogecoin-ით გადაიხადეს. სატელიტის გაშვება SpaceX-ის Falcon 9-სთან ერთად იგეგმება.

Tags:
© 2020 MyCoins.ge all rights reserved