“Bitcoin-ისა და Etherium-ის ტრანზაქციების საკომისიოები პრობლემატურია” – VanEck

Home » სიახლეები » “Bitcoin-ისა და Etherium-ის ტრანზაქციების საკომისიოები პრობლემატურია” – VanEck
10/04/2024
“Bitcoin-ისა და Etherium-ის ტრანზაქციების საკომისიოები პრობლემატურია” – VanEck

CoinDesk TV-სთან საუბრისას, VanEck-ის CEO-მ, იან ვან ეკმა განაცხადა, რომ Etherium-ის ETF-ებსა და მათ შესახებ SEC-ის გადაწყვეტილებებზე უფრო მეტი ყურადღება ტრანზაქციის საკომისიოებს უნდა მივაქციოთ. შეგახსენებთ, რომ VanEck ბიტკოინის თერთმეტი ETF-დან ერთ-ერთის (HODL) შემქმნელია.

იან ვან ეკის აზრით, 2023 წელს კრიპტოს ყველაზე დიდი ამბავი სინამდვილეში ტრანზაქციების საკომისიოები იყო და არა ETF პროდუქტები და მისივე განცხადებით, ამ ფაქტს სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ: “Bitcoin-ისა და Etherium-ის ბლოკჩეინებზე ტრანზაქციების საკომისიოები არაპროგნოზირებადია, რაც ამ ეკოსისტემებში აპლიკაციების შექმნას ართულებს. 2023-ში გამოჩნდა იაფი ტრანზაქციების შესაძლებლობა – ამას აკეთებენ Solana და ე.წ layer-2-ები.” კრიპტოს მომავალზე საუბრისას კი დაამატა: “რამდენიმე წელიწადში ვიხილავთ, რომ

მან კრიპტოში ჩაუხედავი ადამიანებისთვის შემდეგი ანალოგიაც მოიშველია: “რამდენად გენდომებოდა, რომ ყოველ კვირა მანქანაში ბენზინი 50$-ად ჩაასხა, ერთ კვირას კი 600$ დაგიჯდეს იგივე საქმე? დაახლოებით ასე მუშაობს ეთერიუმიც”

აქვე შეგახსენებთ, რომ Solana-ს ხშირად Etherium-ის მკვლელსაც უწოდებენ – ის layer 1 პროტოკოლია, შედარებით იაფი საკომისიოებითა და სწრაფი ტრანზაქციებით.

VanEck-ის CEO-მ Etherium-ის ETF პროდუქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, მაისამდე მათი დამტკიცება არ მოხდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved