Social Capital-ის გენერალურმა დირექტორმა ჩამატ პალიხაპიტიამ, CNBC Delivering Alpha-ს კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიტკოინმა “ ეფექტურად შეცვალა” ოქრო:
“ მე დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ბიტკოინმა შეცვალა ოქრო და ეს ასეც გაგრძელდება მომავალში”.
პალიხაპიტიას თქმით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია განაგრძობს ზრდას, თუმცა მილიარდერმა თავი შეიკავა, სამომავლო ფასის პროგნოზისგან.
ჯერ კიდევ იანვარში, Facebook-ის ყოფილმა მმართველმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი $200 000 – ს მიაღწევს, თუმცა 10 წელიწადში. მას აგრეთვე ძალიან აწუხებს მიმდინარე ინფლაცია. მისი ინტერესის სფეროში ხვდებიან სწრაფად მზარდი კომპანიები, ბიზნესები და არა-კოლერაციული აქტივები, მათ შორის ბიტკოინი.
შენ რას ფიქრობ, შეცვალა ბიტკოინმა ოქრო? 🧐