Facebook – მა FB Coin – ის შექმნასთან დაკავშირებით Visa – სთან და MasterCard – თან მოლაპარაკებები წამოიწყო

Home » სიახლეები » Facebook – მა FB Coin – ის შექმნასთან დაკავშირებით Visa – სთან და MasterCard – თან მოლაპარაკებები წამოიწყო
06/05/2019
Facebook – მა FB Coin – ის შექმნასთან დაკავშირებით Visa – სთან და MasterCard – თან მოლაპარაკებები წამოიწყო

Wall Street Journal (WSJ) – ის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სოციალური მედიის გიგნატმა Facebook – მა საკუთარი ე.წ სტაბილური მონეტის შესაქმნელად ერთი მილიარდი ა.შ.შ. დოლარის ოდენობის ინვესტიციების მოზიდვაზე დაიწყო მუშაობა. კომპანიის გეგმებს ისიც ცხადყოფს, რომ მან ბოლო დროს წამოიწყო მოლაპარაკებები საგადამხდელო ქსელის ორ უმსხვილეს წარმომადგენელთან (Visa და MasterCard – ი) და გადახდების დამამუშავებელ კომპანია First Data Corp. – თან. კრიპტოსავალუტო პროექტი, რომელიც FB Coin – ის სახელით გახდა ცნობილი, უკვე ერთი წელია რაც განხილვის საგნად იქცა და იდეურად მის მთავარ ფუნქციად ჯერ – ჯერობით მომხმარებლებისათვის შიდა გადახდების სისტემის შექმნა განიხილება. რაც უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ჟონავს ახალ იდეასთან დაკავშირებით, მით უფრო მეტი ვარიანტი განიხილება ახალი მონეტის ფუნქციებისა და დანიშნულების მიმართულებით, მათ შორის Facebook – ის პროფილით შენთვის სასურველი გადახდის განხორციელების ჭრილში. WSJ – მა განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ Facebook – მა მოლაპარაკებები გამართა ელექტრონული ვაჭრობით დაკავებულ კომპანიებთან და აპლიკაციებთან ვაჭრობის პროცესში გავრცელებული ვალუტის ნაცვლად კრიპტოვალუტის მიღების თაობაზე (ამავდროულად, აღნიშნული კომპანიები განიხილებიან Facebook – ის გრძელვადიან პარტნიორებად, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდება ფინანსური ინვესტიციების მოძება).

როგორც Cointelegraph – ი იტყობინებოდა, ქაღალდის ფულზე მიბმული FB Coin – თან დაკავშირებული მითქმა – მოთქმა ძირითადად კრიპტოსავალუტო წრეებიდან, კერძოდ, VC (Venture Capital) ინვესტიციებში მოქმედი გავლენიანი პირის ტიმ დრაპერის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან მომდინარეობდა. გასულ თვეში მისი როგორც ბიტკოინის (BTC) ბაზარზე ფასების მომატების სპეკულანტის (bull) და ალტერნატიული კრიტპოვალუტის Tezos (XTZ) – ის მხარდამჭერის გეგმებიც გამოაშკარავდა. არსებული ინფორმაციის მიხედვით, იგი საინვესტიციო ვარიანტებისა და იდეის პოტენციალის განსახილველად Facebook – ის წარმომადგენლებთან  შეხვედრას აპირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ იდეის ფარგლებში პოტენციური კრიპტოვალუტის სტაბილურობის საკითხებს დიდი ყურადღება ექცევა, რადგან კრიტოვალუტის მოხმარების ზრდის ხელშესაწყობად სტაბილურობა ერთ – ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.[1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/wsj-facebook-seeks-reported-1-billion-for-fb-coin-amid-talks-with-visa-mastercard

© 2020 MyCoins.ge all rights reserved