Kaspersky-ს ანგარიშის მიხედვით 2019 წლამდე მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 19 %-მა შეიძინა კრიპტოვალუტა

Home » სიახლეები » Kaspersky-ს ანგარიშის მიხედვით 2019 წლამდე მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 19 %-მა შეიძინა კრიპტოვალუტა
24/06/2019
Kaspersky-ს ანგარიშის მიხედვით 2019 წლამდე მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 19 %-მა შეიძინა კრიპტოვალუტა

მოსკოვში დაფუძნებულმა კიბერუსაფრთხოების კოპანიამ Kaspersky Lab-მა, (2019 წლის 17 ივნისს) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც 2019 წლამდე მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 19 %-მა შეიძინა კრიპტოვალუტა. კვლევა სახელწოდებით „Kaspersky-ს კრიპტოვალუტის ბაზრის კვლევა – 2019“, 2018 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარდა, რომელშიც 22 ქვეყნის 13,434 რესპოდენტი მონაწილეობდა. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 81 %-ს არასდროს შეუსყიდია კრიპტოვალუტა, მაშინ როცა რესპოდენტების 10 %-ის განცხადებით „სრულიად გასაგებია თუ როგორ ფუნქციონირებენ კრიპტოვალუტები“. ამავდროულად, იმ მოსახლეობის 14 %-ი, რომლებსაც საერთოდ არ სმენიათ კრიპტოვალუტების შესახებ, მომავალში აპირებს კრიპტოვალუტების გამოყენებას.

იმ ძირითად მიზეზებს შორის, თუ რატომ შეწყვიტეს კრიპტო-ინვესტორებმა კრიპტოვალუტების გამოყენება, რესპოდენტების უმრავლესობისათვის „მაღალი არასტაბილურობა“ განაპირობებდა მოხმარების შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილურობის ფაქტორი თითქმის 31 %-ს უტოლდებოდა, სხვა მნიშნელოვანი მიზეზების სიაში მოექცა ორი მნიშვნელოვანი მოვლენა: პირველ რიგში სპეკულაციურ ბაზრებზე დიდი რაოდენობით სახსრების დაკარგვა, და მეორე რიგში, ბაზარზე გავრცელებული ნეგატიური განწყობა, იმის შესახებ, რომ კრიპტოვალუტა „უკვე მომგებიანი აღარ არის“ (ორივე ფაქტორმა გამოკითხულთა თანაბარი რაოდენობა შეადგინა, რაც ორივესთვის ცალ-ცალკე რესპოდენტთა 23 %-ს მოიცავს). ამასთან ერთად, გამოკითხულთა 22 %-მა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების მოხმარების შემცირება კრიპტო აქტივების რეალური აქტივებით გაუმყარებლობამ განაპირობა. გარდა ამისა, რესპოდენტების თქმით, ანგარიშების გატეხვისა (გამოკითხულთა 19 %) და თაღლითური სქემების რისკის (გამოკითხულთა 15 %) არსებობა, არ წარმოადგენენ გლობალური მასშტაბით კრიპტოვალუტების მოხმარების შემცირების ძირითად მიზეზებს.გამოქვეყნებული ანგარიშის თანმხლებ პრეს-რელიზში Kaspersky-ის გუნდმა აღნიშნა, რომ მომხმარებლების მიერ მსოფლიო კრიპტო-ინდუსტრიის ათვისების პროცესის შენელების ძირითად მიზეზს კრიპტოსავალუტო ბაზრების ფუნქციონირებაზე ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკის კრიპტო-მომხმარებელების 12 %-ს გრძელვადიანი ინვესტორები შეადგენენ.[1]


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/19-of-world-population-bought-crypto-before-2019-kaspersky-report

Tags:
© 2020 MyCoins.ge all rights reserved