Morgan Creek Digital Asset-ის დამფუძნებლის მიხედვით, ბიტკოინის ფასმა 2021 წლისათვის შეიძლება $100,000-ს მიაღწიოს

Home » ბიტკოინი » Morgan Creek Digital Asset-ის დამფუძნებლის მიხედვით, ბიტკოინის ფასმა 2021 წლისათვის შეიძლება $100,000-ს მიაღწიოს
08/07/2019
Morgan Creek Digital Asset-ის დამფუძნებლის მიხედვით, ბიტკოინის ფასმა 2021 წლისათვის შეიძლება $100,000-ს მიაღწიოს

კრიპტო აქტივების მართვის ფირმის Morgan Creek Digital Assets-ის თანადამფუძნებლის ანტონი „პომპ“ პომპლიანოს პროგნოზით, ბიტკოინის ფასი 2021 წლის ბოლოსკენ $100,000-ს მიაღწევს. მან, 2 ივლისს BloxLive.tv-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პროგნოზირების ძირითადი პრინციპი დაფუძნებული იყო კლასიკურ მოთხოვნა-მიწოდების ეკონომიკაზე, რომელიც ჯერ-ჯერობით კვლავაც მოქმედია ინოვაციური ციფრული აქტივების კლასისათვის. ანტონის თქმით, ფასების მუდმივი ზრდის ძირირთად მიზეზს ბიტკოინის განახევრება წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც მოპოვებიდან მიღებული ე.წ. ჯილდოს მოცულობა განახევრდება (2020 წლის მაისი). ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების უმეტესობა არ ფლობს ინფორმაციას მიწოდების მზარდ შემცირებაზე, არსებული ფასები სამომავლოდ მაინც განაგრძობენ მატებას ბაზარზე არსებული პოზიტიური განწყობიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი მოიცავს კრიპტოვალუტის სივრცის გაზრდის ლეგიტიმაციას, ინსტიტუციონალური კაპიტალის შემოდინებას, სავაჭრო მოცულობების აღრიცხვას და გლობალური სავაჭრო კლიმატის არასტაბილურბას, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ბიტკოინის, როგორც უსაფრთხო აქტივის აღიარებას.

მან ასევე განაცხადა, რომ დრო ბიტკოინის უდიდესი „ადვოკატია“ და თუ დღესდღეობით არსებული ტრენდები შენარჩუნდება, მიმდინარე პერიოდის 70-75%-იანი სანდოობის ინტერვალი 90%-ს მიუახლოვდება და 2021 წლის ბოლოსათვის ბიტკოინის ფასი დიდი ალბათბით $100,000-ს მიუახლოვდება. რაც შეეხება ლეგიტიმიზაციის საკითხს, Facebook-ის ბაზარზე გამოჩენა (Libra), არსებული კრიპტოვალუტებისათვის ფასის სპეკულაციური მატების ნიშანს წარმოადგენს. ამავდროულად, Libra-ს ბაზარზე გამოჩენა მაინცდამაინც მონეტის წარმატებაზე არ იქნება დამოკიდებული, რადგან ციფრული ვალუტის გამოყენებადობა და გავრცელება ასევე დამოკიდებულია იმ ციფრულ საფულეზე (და მის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაზე), რომლის დახმარებითაც მომხმარებლები მართავენ საკუთარ ციფრულ აქტივებს. ასევე, 3 ივლისს კრიპტო სავაჭრო ბანკის პიონერმა მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს მის ხელთ არსებული ბიტკოინების გაყიდვას, რადგან მათი ღირებულება სამომავლოდ საგრძნობლად გაიზრდება, ბაზარზე არსებული ტრენდებისა და მომხმარებლების პოზიტიური განწყობის გათვალისწინებით.[1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/pompliano-75-confident-bitcoin-price-is-100-000-by-end-of-2021

Tags:
© 2020 MyCoins.ge all rights reserved