ბლოკჩეინთან დაკავშრებული ვაკანსიების რაოდენობით დიდი ოთხეულის აუდიტორული ფირმა PwC (PricewaterhouseCoopers) – ი ლიდერობს

Home » სიახლეები » ბლოკჩეინთან დაკავშრებული ვაკანსიების რაოდენობით დიდი ოთხეულის აუდიტორული ფირმა PwC (PricewaterhouseCoopers) – ი ლიდერობს
01/04/2019
ბლოკჩეინთან დაკავშრებული ვაკანსიების რაოდენობით დიდი ოთხეულის აუდიტორული ფირმა PwC (PricewaterhouseCoopers) – ი ლიდერობს

წინა კვირას (2019 წლის 30 მარტი) გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც დამსაქმებელი პორტალის Indeed – ის მონაცემებზეა დაფუძნებული,  დიდი ოთხეულის აუდიტორული ფირმა PwC – ი ბლოკჩეინთან დაკავშირებული ვაკანსიებისა და ამავე დარგში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობით მოწინავე დამსაქმებელია. მიმდინარე მონაცმებით, PwC – ის პლატფორმაზე განთავსებული აქვს 40 ერთეული ბლოკჩეინთან დაკავშირებული ვაკანსია. რაც შეეხება დიდი ოთხეულის სხვა აუდიტორულ ფირმებს, მათთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია აღნიშნულ დარგში პროფესიონალების მოზიდვას. კერძოდ, Ernst & Young- მა 17, ხოლო Deloitte – მა 10 მსგავსი განცხადება გამოქვეყნდა. საბოლოოდ, დიდი ოთხეულიდან რჩება ერთი ფირმა KPMG – ი, რომელიც ჯერ – ჯერობით არ გამოთქვამს ბლოკჩეინ – პროფესიონალების მიმართ ინტერესს. რაც შეეხება ტექ – გიგანტებს IBM – სა და Oracle – ს, თითეულმა მათგანმა Indeed – ის პლატფორმაზე ბლოკჩეინთან დაკავშირებული 10 ერთეული ვაკანსია განათავსა, მაშინ როცა, გლობალური მართვის, კონსულტაციისა და პროფესიონალური მომსახურების ფირმა Accenture – მა ცალკე 11 ვაკანსია გამოაქვეყნა.

ზემოთხსენებული უკანასკნელი კონპანია, Accenture – ი, ამავდროულად ე.წ. დანაწილებული (distributed) ტექნოლოგიების მომხმარებელია. გასული წლის ნოემბერში აღნიშნულმა კომპანიამ აითვისა დანაწილებული ჩანაწერების ტექნოლოგიების პლატფორმა, რომლის შექმნის ძირითად მიზანს პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების მართვას წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ PwC – ის (საფრანგეთის ფილიალი) ფინანსურმა და ბლოკჩეინ პარტნიორმა მხარი დაუჭირა ციფრული ვალუტის გამოშვების ცენტრალური ბანკებიდან ისეთ კორპორაციებზე გადაცემას, როგორიცაა Facebook – ი და JPMorgan – ი. ამავდროულად, თებერვალში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Accentur – მა ბლოკჩეინზე დაფუძნებული წრიული მიწოდების ჯაჭვის შესაქმნელად დაიწყო მრავალ გლობალურ ფირმასთან, მათ შორის Mastercard – თან, თანამშრომლობა. [1]


[1] წყარო: https://myc.ge/2FKzzcm

© 2020 MyCoins.ge all rights reserved