SEC-მა NFT ფასიან ქაღალდებად განიხილა

Home » სიახლეები » SEC-მა NFT ფასიან ქაღალდებად განიხილა
29/08/2024
SEC-მა NFT ფასიან ქაღალდებად განიხილა

OpenSea – ყველაზე მსხვილი NFT ბირჟა აცხადებს, რომ დღეს SEC-ისგან (აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი სააგენტო) ფასიანი ქაღალდების კანონის დარღვევის გამო გაფრთხილება მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ SEC-ის მხრიდან მუქარა, ზომების მიღების შესახებ პირველი შემთხვევა არაა და მას ყოველთვის კრიპტოინდუსტრიის შეუპოვარი რეაქცია მოჰყვება ხოლმე.

ამჯერადაც, ანალიტიკოსებმა და სხვადასხვა კრიპტობირჟების დამფუძნებლებმა OpenSea-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს. Gemini-ს დამფუძნებელმა, ტაილერ ვინკლევოსმა SEC-ის ქმედებას უწოდა “ძალიან არაამერიკული ომი კრიპტოს წინააღმდეგ” და იხუმრა, რომ შესაძლოა მალე კომიქსები და ბეისბოლის ბარათებიც ფასიან ქაღალდებად განიხილონ. Variant Fund-ის ჯეიკ ჩერნისვკიმ ისიც აღნიშნა, რომ “1930-იანების იურისდიქცია 2020-იანების ციფრულ ხელოვნებაზე ვერ უნდა ვრცელდებოდეს.”

OpenSea-ს განცხადების მიხედვით, “ისინი შოკირებულები არიან SEC-ის ხელოვანებისა და შემოქმედების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით” და “მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ”.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved