ინსტიტუციებთან თანამშრომლობის შედეგად, XPR-ის ფასი გაიზარდა

Home » რიპლი » ინსტიტუციებთან თანამშრომლობის შედეგად, XPR-ის ფასი გაიზარდა
08/11/2023
ინსტიტუციებთან თანამშრომლობის შედეგად, XPR-ის ფასი  გაიზარდა

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Ripple მაქსიმალურად დისტანცირდება ტოკენ XPR-ისგან, კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, XPR-ის ფასზე მაინც აისახება. შესაბამისად, მისი ფასის 10%-იანი ზრდის მიზეზი, სწორედ რიპლში უნდა ვეძებოთ.

რიპლმა ერთ დღეში ორი თავისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა გამოაცხადა: დააანონსა საქართველოს ეროვნულ ბანკთან ციფრული ლარის საპილოტე პროგრამაზე მუშაობა და დუბაის ფინანსური სერვისების ორგანოს (DFSA)-სთან თანამშრომლობა. DFSA-მ დუბაის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში ლიცენზირებულ კომპანიებს ნება დართო XPR შესთავაზონ კლიენტებს და ჩართონ ის ფინანსურ ოპერაციებში.

სწორედ ამ ორ მოვლენას უკავშირდება ის, რომ ამ კვირაში, XPR ყველაზე მომგებიანი ტოკენია და ბიტკოინსა და ეთერუმზე მაღალი, ნახტომისებრი ზრდა აქვს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved