ბიტკოინები ბიზნესისთვის და თავისუფალი ფერმერები

Home » არაკატეგორიზირებული » ბიტკოინები ბიზნესისთვის და თავისუფალი ფერმერები
06/08/2015
ბიტკოინები ბიზნესისთვის და თავისუფალი ფერმერები

არგენტინაში ფერმერებს დიდი ბრძოლა და დაბრკოლებების გადალახვა უხდებათ იმისათვის, რომ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია. მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა იპოვა ალტერნატიული გზა.
ბიტკოინების დახმარებით მათ შეუძლიათ გაყიდონ ბოსტნეული ონლაინ, პირდაპირ მომხმარებელზე, ყოველგვარი დამატებითი გადასახადების და შუამავლების გარეშე.
სანტიაგო: ჩემი სახელია სანტიაგო, ვარ Tierra Buena-დან, მაქვს მცირე ბიზნესი, ვყიდი ნატურალურ პროდუქტს, ბოსტნეულს, ქათამს, კონსერვს, რომელსაც აწარმოებენ მცირე საოჯახო ფერმერები, აგრო ეკოლოგიური ფერმერები და სხვადასხვა ასოციაციები…
ნუბის ბრუნო (სანტიაგოს მეგობარი): მე გავიცანი სანტიაგო რამდენიმე წლის წინ და ჩვენ დავმეგობრდით, როცა მისგან დავიქირავე ბინა. რამდენიმე თვის წინ მან მითხრა, რომ ბუენოს აირესის მასშტაბით  ყიდდა ნატურალურ ბოსტნეულს, არა საკუთარ პროდუქტს, არამედ სხვა ადამიანების მიერ წარმოებულს.
სანტიაგო: ჩემი აზრით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ეხმარება სოფლის მოსახლეობას, რომ იარსებოს.
ნუბის ბრუნო: სანტიაგომ მითხრა, რომ მას სურდა გაეზარდა კლიენტთა ბაზა და გაეფართოვებინა თავისი ბიზნესი. მაგრამ არ იცოდა როგორ გაეკეთებინა ეს. როცა გაიგო, მე ვიყავი მაღალ ტექნოლოგიურ სფეროში ჩართული, იფიქრა რომ შევძლებდი დახმარებას. Tierra Buena-სთვის გადახდების ფეიფალით ან საკრედიტო ბარათით მიღება გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენდა. რადგან ამ გზით გადახდას აქვს ძალიან დიდი საკომისიო, ასევე საჭირო იყო ბიუროკრატიული სამუშაო, რისთვისაც სჭირდებოდათ ამ სფეროში გარკვეული ადამიანი. მე ვიფიქრე, რომ თუ დავიწყებდით გადახდების ბიტკოინებით მიღებას ყველა პრობლემა მოიხსნებოდა…
ნახეთ eMoney-ს მიერ გახმოვანებული საინტერესო ვიდეო:

© 2020 MyCoins.ge all rights reserved