ბიტკოინის გამოყენება, არის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი იმისათვის რომ გაუგზავნო თანხა შენს მეგობარს მსოფლიოს მეორე წერტილში

Home » არაკატეგორიზირებული » ბიტკოინის გამოყენება, არის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი იმისათვის რომ გაუგზავნო თანხა შენს მეგობარს მსოფლიოს მეორე წერტილში
05/06/2015
ბიტკოინის გამოყენება, არის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი იმისათვის რომ გაუგზავნო თანხა შენს მეგობარს მსოფლიოს მეორე წერტილში

ბიტკოინის მომხმარებელთა საზოგადოება ძალიან ააღელვა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, რომელიც ცხადყოფს ბიტკოინის გამოყენების პერსპექტივას. რონა, უგანდელი ქალი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება ბრუკლინში, რეგულარულად უგზავნიდა თანხას მის 20 წლის ძმას – რონალდს, რომელიც სწავლობს ბუღალტერიას და ფინანსებს კამპალაში.
რონა იყენებდა MoneyGram, Western Union-ის ტიპის მომსახურებას, მაგრამ წუხდა იმ ფაქტის გამო, რომ თანხის ადრესატამდე მისვლას გარკვეული დრო სჭირდებოდა, ამასთანავე ძალიან დიდი იყო საკომისიო, მაგალითად 40 დოლარის გაგზავნა უჯდებოდა 10 დოლარი, რაც სრული სიგიჟეა.
ამიტომ რონამ შეიძინა პირველი ბიტკოინი. როლანდმა გახსნა თავისი ბიტკოინის საფულე. რონამ მომენტალურად გადაუგზავნა ციფრული ვალუტა თავის ძმას.
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის მთავარი უპირატესობა სწორედ მისი გამოყენების სიმარტივეშია და არ საჭიროებს მისი გაგზავნა/მიღების პროცესში მესამე მხარის შუამავლობას, სანამ მსოფლიოში ყველა ბიზნესი დაიწყებს გადახდის ერთ-ერთ მეთოდად ბიტკოინების მიღებას, ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს მისი დაკონვერტირება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე.
როლანდს სურდა ბიტკოინები გადაეცლა შილინგებზე. მან ორჯერ მიყიდა თავისი ბიტკოინები ბიჭს, რომელიც მუშაობდა ქალაქის ცენტრში მობილური გადახდების  ბიზნესში, მაგრამ  რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც დაბრუნდა, ნახა, რომ ბიჭი იქ აღარ მუშაობდა. თანამშრომელმა გოგონამ რონალდს უთხრა, რომ დამსაქმებელმა ის გაათავისუფლა, რადგან მიხვდა, რომ მომხმარებლების ფულს პირადი ინტერესებისთვის იყენებდა და აწარმოებდა ბიტკოინებით გარიგებებს. როლანდს კვლავ ჰქონდა ბიტკოინები, მაგრამ ვეღარ ახერხებდა მისი გადაცვლის გზების პოვნას.
ბიტკოინებს აქვს უდიდესი პერსპექტივა ფულადი გზავნილების სფეროში. უყურეთ საინტერესო ვიდეოს ბიტკოინებისა და უგანდელი რონალდის შესახებ:

 

© 2020 MyCoins.ge all rights reserved