ბიტკოინი-ვირტუალური ვალუტა, რომლის გადაცვლა უკვე ლარზეცაა შესაძლებელი

Home » არაკატეგორიზირებული » ბიტკოინი-ვირტუალური ვალუტა, რომლის გადაცვლა უკვე ლარზეცაა შესაძლებელი
01/06/2015
ბიტკოინი-ვირტუალური ვალუტა, რომლის გადაცვლა უკვე ლარზეცაა შესაძლებელი

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რომელიც უკვე ერთი თვეა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე, ლარზე იცვლება. რა არის ბიტკოინი? ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა და მისი ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი. მთავარი დამახასიათებელი ფაქტორი ისაა, რომ ბიტკოინს, რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ გამოსცემს. ის არ არის დაკავშირებული რეალურ აქტივებთან, რეალური ვალუტებისგან გასხვავებით, მის უკან არ დგას რეალური ეკონომიკა, ამიტომ, მისი ფასი მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება. უკვე ორი კვირაა ბიტკოინის შეძენა ადგილობრივ მომხმარებელს eMoney-ს ელექტრონულ ბალანსზე არსებული თანხით შეუძლია. მომხმარებელს საშუალება ეძლევა გაყიდოს, იყიდოს, მიიღოს და გააგზავნოს ბიტკოინები ელექტრონული საფულის საშუალებით. ბიტკოინის მისამართი eMoney-ს ყველა მომხმარებელს ავტომატურად აქვს მინიჭებული.
უკანასკნელ პერიოდში შეიქმნა უამრავი ვებ-გვერდი, სადაც შესაძლებელია გამოიმუშაოთ საკუთარი ბიტკოინები. ასეთი ტიპის ვებ-გვერდის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ვირტუალური ვალუტა მარტივად, ღილაკზე დაწკაპუნებით, შემდგომ გადმორიცხოთ თქვენს eMoney საფულეში, გაყიდოთ ელექტრონულად და იშოვოთ ფული.  მომხმარებელს, რომელსაც აქვს ელექტრონული საფულე, შეუძლია eMoney-ს საშუალებით ელექტრონულად მოპოვებული ვირტუალური ვალუტები გადაცვალოს ლარებშიდა გაანაღდოს თანხა უამრავი მეთოდით, მაგალითად, გადაიტანოს საბანკო პლასტიკურ ბარათზე, გაიტანოს ლიბერთი ბანკის ფილიალიდან ან ბანკომატიდან, ან უბრალოდ გამოიყენოს ეს თანხა  სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიაში პროდუქტის შესაძენად. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველდღიურად იზრდება ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ ვალუტასთან ერთად გადახდის საშუალებად ბიტკოინებსაც იღებენ. ასეთი გვერდებია ebay.com, zappos.com,zynga.com, victoria’s secret.com, wordpress.com. ბიტკოინებით გადახდა განსაკუთრებით პოპულარულია ვირტუალური სერვისების და პროდუქტების შესაძენად. ვებ-გვერდების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე
კრიპტოგრაფიული ვალუტებიდან მიმდინარე ეტაპზე ყველაზე წარმატებული და გავრცელებული ბიტკოინია. ბიტკოინის ღირებულება ძალიან ცვალებადია და ამ ცვლილების ხარჯზე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოგების მიღება.
ბიტკოინების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააკლიკეთ აქ და გახსენით თქვენი ელექტრონული საფულე.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved